ულტრასონოგრაფიის კაბინეტი (ექოსკოპია)

დეპარტამენტები

უახლესი ულტრაბგერითი აპარატი Toshiba Aplio 500, რომელიც გამოირჩევა ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

აპარატის უპირატესობაა ელასტოგრაფიული რეჟიმი. ულტრაბგერითი ელასტოგრაფია ეს არის ფერად რეჟიმში კვანძოვანი წარმონაქმნების ან ჯირკვლოვანი ორგანოების, როგორიცაა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლები, აგრეთვე ღვიძლის და ელენთის სიმკვრივის განსაზღვრა. რაც უფრო მომატებულია სიმკვრივე, მით უფრო მეტია ავთვისებიანი დაავადების არსებობის რისკი.

Fly Thru რეჟიმის მეშვეობით კი ხდება ადამიანის სისხლძარღვებსა და ღრუ ორგანოებში (ნაღვლისა და შარდის ბუშტი), 4D რეჟიმში გადამწოდით შეღწევა და მათი კედლებისა და ღრუს შიგთავსის დათვალიერება. მისი მეშვეობით ხდება დიფერენცირება პოლიპსა და კონკრემენტებს შორის და ათეროსკლეროზულ ფოლაქსა და წარმონაქმნს შორის, რაც ზუსტ დიაგნოსტირებაში გვეხმარება.