ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი

დეპარტამენტი დააფუძნა საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაციის პიონერმა ბატონმა ელგუჯა ღონღაძემ, რომელმაც 1995 წელს საქართველოში პირველად ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის 4 ოპერაცია ჩაატარა.

2014 წელს კლინიკის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დეპარტამენტს მისი სახელი ეწოდა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს წლების განმავლობაში ტრანსპლანტაციის სფეროში მოღვაწე არაერთი ცნობილი უცხოელი სპეციალისტი სტუმრობდა და ჩვენს ექიმებთან თანამშრომლობდა, მათ შორის, საფრანგეთში ცნობილი პროფესორები ჟაკ დანტალი და ჟორჟ კარამი, შუმაკოვის სახელობის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, ტრანსპლანტოლოგი იან მაისუკი.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი.

საერთო ჯამში ქირურგიის ეროვნული ცენტრი თირკმლის გადანერგვის 40–მდე წარმატებულ ოპერაციას ითვლის.

ჰემოდიალიზის დეპარტამენტი ემსახურება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტებს გეგმიურ რეჟიმში. ყოველდღიურად ტარდება ჰემოდიალიზის სეანსები სამი ცვლის პირობებში, სადაც დღეის მონაცემებით, 160–მდე ბენეფიციარია ჩართული. გარდა ამისა, გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩასატარებელი პირობები შექმნილია კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტშიც. აღნიშნული სერვისი ექსკლუზიურია ქალაქის მასშტაბით და ხორციელდება 24 საათის განმავლობაში.

ბოლო 20 წლის განმავლობაში დეპარტამენტი მუდმივად იზრდებოდა და ვითარდებოდა. მდიდარი წარსულის მქონე დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს და მათი რაოდენობა განუხრელად მატულობს.

 

ექიმები

სიახლეები