მეტსილი 66.6მგ/მლ 30მლ

მეტსილი წვეთები
METSIL DROPS
 
 
საერთაშორისო დასახელება - simeticone

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეტსილის აქტიური ინგრედიენტი არის სიმეთიკონი, რომელსაც ასევე ეწოდება “აქტივირებული დიმეთიკონი”. მეტსილის წვეთებს გააჩნია ქაფის მომხსნელი მოქმედება, რაც ხელს უწყობს მეტეორიზმის მოხსნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი ლორწოთი დაფარული აირის დაშლისა და მისი წარმოქმნის პრევენციის გზით.
ფარმაკოკინეტიკა
მეტსილის წვეთები მოქმედებს კუჭსა და ნაწლავებში, ცვლის აირის ბუშტების ზედაპირის დაძაბულობას, რაც მათი ერთად დაგროვების საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც ადგილი აქვს აირის უფრო იოლად გამოთავისუფლებას და ელიმინაციას ბოყინის ან აირის გამოყოფის გზით. მეტსილი არის ფიზიოლოგიურად ინერტული და არ არსებობს მონაცემები მისი ტოქსიკურობის შესახებ. პერორალური მიღების შემდეგ, სიმეთიკონი უცვლელად გამოიყოფა განავალში.

ჩვენებები

მეტსილის წვეთები გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაგროვილი ჭარბი აირების არსებობით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად. იგი არის მეტეორიზმის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება და უპირველესი პრეპარატი აირის დაგროვების სამკურნალოდ ძუძუთი კვებაზე ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ახალშობილებისა და ჩვილებისათვის.

მიღების წესები და დოზები

თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, რეკომენდებულია შემდეგი დოზების გამოყენება:
ახალშობილები და ჩვილები 2 წლამდე: 8 წვეთი დღეში ოთხჯერ (20მგ).
ბავშვები 2 წლის ასაკიდან: 15 წვეთი დღეში ოთხჯერ (40მგ) ჭამის შემდეგ და ძილის წინ.
დოზის შერევა შეიძლება წყალთან ან სხვა სათანადო სითხესთან.
ყოველი მიღების წინ ბოთლი უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები

მეტსილის წვეთების გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება

ვინაიდან მეტსილის წვეთები ფიზიოლოგიურად ინერტულია, მას უკუჩვენება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება დაუშვებელია პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სუბსტანციის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია

B კატეგორიის პრეპარატი. ვინაიდან არ არსებობს საკმარისი კონტროლირებული გამოკვლევები ადამიანებში, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სარგებლისა და ზიანის კოეფიციენტის გათვალისწინებით. არ არის რეკომენდებული “საბავშვო” კოლიკის მქონე ბავშვებში, რადგანაც საკმარისი ინფორმაცია მისი სანდოობის შესახებ არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები

სიმეთიკონი არ არის ტოქსიკური და მისი გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 30ºC -მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
BILIM PPHARMACEUTICALS A.S.

თურქეთი