ფსილო-ბალზამი 20გ ჟელე

ფსილო-ბალზამი 20გ ჟელე
პსილო-ბალზამი
Psilo-Balsam
 
 
საერთაშორისო დასახელება - diphenhydramin hidrochloride

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1% გარეგანი გამოყენების გელი 20გ ტუბში

100გ გელი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ცეტილპირიდინის ქლორიდი 0.1გ, როგორც დამცავი საშუალება. მაკროგოლ-6-გლიცეროლის კაპრილკაპრატი, პოლიაკრილის მჟავა (კარბომერები), ტრომეტამოლი, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები

მზით დამწვრობა და I ხარისხის დამწვრობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ურტიკარია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი, ქავილით მიმდინარე ეგზემა და ჩუტყვავილა.

მიღების წესები და დოზები

თუ არ არსებობს ექიმის მითითება, ფსილო-ბალზამის დატანება უნდა მოხდეს თხელი ფენის სახით დაზიანებულ ადგილას დღეში რამოდენიმეჯერ და თითების მსუბუქი დარტყმებით განაწილდეს თანაბრად. გელი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს თვალით შესამჩნევ ნარჩენებს.

გვერდითი მოვლენები

ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.

უკუჩვენება

ფსილო-ბალზამი არ გამოიყენება პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით ცეტილპირიდინის ქლორიდზე, გარდა ექიმის მიერ დაშვებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

შენახვის პირობები და ვადები

არ შეინახოთ 25ºC-ს ზევით ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
STADA ARZNEIMITTEL AG

გერმანია