რეფურილი 220მგ/5მლ 60მლ სუსპ

რეფურილი 220მგ/5მლ 60მლ სუსპ
რეფურილი
(REFURIL)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნაწლავური ანტისეპტიკი

შემადგენლობა:
პრეპარატის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს:
ნიფუროქსაზიდი _ 200 მგ.
დამატებითი კომპონენტები:
მეთილპარაბენი, სპირტი, შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნიფუროქსაზიდი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი (მათ შორის Staphylococcus და Sreptococcus), ასევე გრამუარყოფითი (მათ შორის Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ ის ძირითადად გამოიყენება როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი. ნიფუროქსაზიდი არ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას.

ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკული დიარეა;
- კოლიტი.

გამოყენების წესი და დოზირება:
ბავშვები:
ერთი თვიდან 2,5 წლამდე _ 100 მგ 2-3-ჯერ დღეში;
2,5 წლის ზევით _ 200 მგ 3-ჯერ დღეში.
მოზრდილები:
200მგ (ერთი საზომი კოვზი) _ 4-ჯერ დღეში.
გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლი და 1 თვემდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. არ არის სასურველი დოზის გადაჭარბება.

გვერდითი ეფექტები:
მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება.
გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:
რეფურილი სუსპენზია 60 მლ ფლაკონში.

მწარმოებელი:
Munir Sahin Ilaз San. ve Tiзaret. Зavusoglu Mah. Sanayi Cad.
Istanbul, Turkey.