პოზიცია
ქირურგი–ენდოსკოპისტი
გიორგი ელისაბედაშვილი

განათლება

1970-1978 წწ. ქ. მოსკოვი ს.სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ინსტიტუტი, II ქირურგიული კლინიკა–ხარისხის მაძიებელი, პერიოდი ემთხვევა ქირურგი–ენდოსკოპისტის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას;

1959-1966 წწ. ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1978 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ინსტრუმენტალური მეთოდები მუცლის ღრუს დახურული ტრავმის დიაგნოსტიკაში“.

სამუშაო გამოცდილება

2012 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ქირურგ–ენდოსკოპისტის თანამდებობაზე;

1990–2012 წწ. კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი, მინი–ინვაზიური ქირურგიის განყოფილების გამგე, მიმღებ–სადიაგნოსტიკო სამსახურის უფროსი;

1984–1990 წწ. კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ენდოსკოპიის ლაბორატორიის გამგე;

1980–1984 წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტი, ქირურგიული გასტროენტეროლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;

1976–1980 წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტი, ქირურგიული გასტროენტეროლოგიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი;

1968–1973 წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტი, ზოგადი ქირურგიის განყოფილების ორდინატორი;

1966–1968 წწ. ქ.კასპის რაიონული საავადმყოფო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი;

1958–1959 წწ. გ.მუხაძის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ს/კ ინსტიტუტი, პრეპარატორი.

1997 წლიდან დღემდე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი.

1970 წლიდან დღემდე საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი.

საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი.

ქ. მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტში მოღვაწე წარჩინებულ ქართველთა სიის წევრი.

65–მდე შრომისა და 10 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი ენდოსკოპიური დიაგნოსტიკისა და ენდოქირურგიის მიმართულებით. მის სახელს უკავშირდება საქართველოში გეგმიური და გადაუდებელი ლაპაროსკოპიის, პირდაპირი კონტრასტირებისა და ენდოსკოპიური მადრენირებელი ოპერაციების დანერგვა ქირურგიულ პრაქტიკაში.

ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ჩატარებული მრავალი ტრენინგისა და სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.