ექიმი - ავთანდილ ღირდალაძე

ავთანდილ ღირდალაძე

ზოგადი ქირურგი

მედიცინის დოქტორი, პროფესორი

განათლება

1989–1992 წწ. დოქტორანტურა ი.სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში (ღვიძლის და სანაღვლე გზების ქირურგიის განყოფილება). სადოქტორო დისერტაციის თემა: თანამედროვე მიდგომები ქოლეცისტექტომიის შემდეგ სანაღვლე გზების ოკლუზიურ დაავადებათა ქირურგიულ მკურნალობაში (ხელმძღვანელი პროფესორი ე. გალპერინი);

1966–1972 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1976 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში ექიმი–ქირურგის თანამდებობაზე.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა წელს მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: ზოგადი ქირურგიის განყოფილების ქირურგი–ორდინატორი, შემდეგ უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ჰეპატო–პანკრეატო–ბილიარული ქირურგიის განყოფილების გამგე, ჰეპატო–პანკრეატო–ბილიარული ქირურგიული სამსახურის უფროსი;

1973–1976 წწ.   ქარელის რაიონის საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი;

1973–1974 წწ. სპეციალიზება აბდომინალურ ქირურგიაში ქ.ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრაზე (ხელმძღვანელი პროფ. ა.რუსანოვი).

2006 წლიდან დღემდე არჩეულია ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად.

1996–2006 წწ. არჩეულ იქნა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოცენტად.

1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ახალშობილის ღვიძლის მოზრდილ რეციპიენტზე ჰეტეროტოპიული ტრანსპლანტაციის თემაზე.

სამეცნიერო მოღვაწეობა

80 სამეცნიერო ნაშრომის (პუბლიკაციები სამამულო და უცხოურ ჟურნალებსა და კრებულებში) და გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს 4 გრანტი სამეცნიერო პროექტებზე (მათ შორის 1 საერთაშორისო – კოლაბორატორი აშშ).

ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯის (ჩიკაგო, აშშ) წევრი 1989 წლიდან, საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს გ.მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

იყო ქ.ლენინგრადის და მოსკოვის პიროგოვის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოებების წევრი, ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის სამეცნიერო კონტროლის რედაქციის წევრი.

2000 წლიდან არჩეულია ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ, მიღებული აქვს ქირურგის საერთაშორისო პასპორტი.

არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმის, ყრილობისა და კონგრესის მონაწილე.

კლინიკური საქმიანობის სფერო: ზოგადი ქირურგია/აბდომინალური ქირურგია/ ჰეპატო–ბილიარული ქირურგია/ქირურგიული ონკოლოგია.