ლაშა ბაზაძე

ლაშა ბაზაძე

გენერალური დირექტორი
ელ–ფოსტა
[email protected]

პროფესიით ექიმი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის განხრით. შემდგომ სწავლა განაგრძო ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტში „NIMA“. აქვს სამედიცინო და სადაზღვევო ბიზნესში მოღვაწეობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. კლინიკის დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე ის ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას“. 2014 წლის მარტში იგი გახდა  ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სპეციალური ამერიკული პროგრამის - საქმიანი სტაჟირებებისათვის - „SABIT”-ის გამარჯვებული და პროგრამის ფარგლებში, სამი კვირის მანძილზე, სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ შტატს და მიიღო დიდი გამოცდილება კლინიკების მართვის კუთხით. ბატონი ლაშა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ გამოცდილებას დღეს უკვე  წარმატებით ამკვიდრებს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.>>>