ნეიროქირურგიული მიკროსკოპი

ნეიროქირურგიული მიკროსკოპი

OPMI Pentero 800

 

ნატიფ სტრუქტურებზე უნიკალური სამუშაოების შესრულება, მრავალსაათიანი კონცეტრაცია, მაქსიმალური სიზუსტე და საოპერაციო ოთახის მაქსიმალური ეფექტურობით ათვისების სულ უფრო მზარდი საჭიროება, ყოველივე ეს ქირურგის რთულ ამოცანას წარმოადგენს.

თანამედროვე მიკროქირურგიის მოთხოვნების შესაბამისად კომპანიამ ZEISS-მა შექმნა ახალი მიკროსკოპული სისტემა OPMI® PENTERO® 800.

უნიკალური აპოქრომატული ოპტიკის, უბადლო ერგონომიკული შესაძლებლობების და სამუშაო პროცესში ჩართვის მაქსიმალური კომფორტულობის წყალობით, სისტემა ZEISS OPMI PENTERO 800 უზრუნველყოფს მკაფიო გამოსახულების მიღების პირობებში დელიკატური ნეიროქირურგიული ოპერაციების მკვეთრი სიზუსტით შესრულებას და მაქსიმალურ რეზულტატს.

 

დეტალების ვიზუალიზება:
ურთულეს ანატომიურ დეტალებზე მუშაობა საჭიროებს მაქსიმალური განათების და გადიდების რეჟიმს. ZEISS OPMI PENTERO 800 მიკროსკოპის სისტემა აპოქრომატული ოპტიკის წყალობით, ორარხიანი ქსენონის განათებით და სრულად ინტეგრირებული ვიდეოჩაწერის სისტემით, ყველა უმცირესი დეტალის დათვალიერების საშუალებას იძლევა, როგორც ოკულარით, ასევე მონიტორით.

ექსპლუატაციის სიმარტივე:
თანამედროვე ნეიროქირურგიის მკაცრი სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით, OPMI PENTERO 800–ში გათვლილია ინტელექტუალური ენერგონომიკული მონაცემები, რომელიც კომპლექსური ქირურგიული სამუშაოების ეფექტურად და მარტივად შესრულების საშუალებას იძლევა..

ისეთი უნიკალური დიზაინის მქონე ელემენტები, როგორიც არის მიკროსკოპის ,,მცურავი მხარე’’ და დინამიური დასაკეცი ზონდი, აპარატს კომფორტულად გამოსაყენებელს ხდის ქირურგისათვის. კონსტრუქციის ასეთი უნიკალური დიზაინი გამორიცხავს ოპერაციული სამუშაოს შესრულებისას ქირურგის ფიზიკურ გადაძაბვას.

საოპერაციო ოთახის ათვისების მაქსიმალური კოეფიციენტი
დროის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საოპერაციო ოთახში პაციენტის მცირე დროით დაყოვნება ოპერაციული ჩარევების რიცხვს ზრდის და მაქსიმალურად დადებითი შედეგით დასრულების გარანტიას იძლევა. AutoBalance, AutoDrape® და FlexiTrak™ ფუნქციების აქტიური პოტენციალი პერსონალს მოწყობილობის მაქსიმალური გამოყენების საშუალებას აძლევს. ხელსაწყოს მარტივი ინტერფეისი უზრუნველყოფს სენსორული ეკრანის საშუალებით პაციენტის მონაცემების, არჩეული ფუნქციების და ვიდეოჩანაწერების შენახვას პირდაპირი და მარტივი გზით.