სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი


ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობზე:

სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

      საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

               უმაღლესი სამედიცინო განათლება ( კლინიკურ დარგებში);

  1. სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
  2. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  3. სასურველია  უცხო ენების ცოდნა;
  4. სასურველია მსგავს  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

    ძირითადი მოვალეობები:

  • დეპარტამენტების   მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სტაც.სამედიცინო ბარათი, ფორმა N100)   მართვა;
  • დოკუმენტაციის წარმოება, ბრძანება 108/ნ–ით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით;
  • საპასპორტო მონაცემების, დიაგნოზის(ICD10), ერთ ქეისზე  ატვირთული

თითოეული ჩარევის( NCSP), პაციენტის სტაციონარში შემოსვლისა და გაწერის თარიღებისა და დროების შესაბამისობის დადგენა პორტალს, ფორმა N100–სა და ისტორიას შორის;

  • დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
    • სამედიცინო შემთხვევის მართვა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების(პროტოკოლები) გათვალისწინებით

  • გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების  ელექტრონული აღრიცხვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის „მოძრაობის“ მონიტორინგი გაწერილი ვადების

შესაბამისად;

  • მიმდინარე (მათ შორის შუალედური) ფორმა N100–ებისა და საავადმყოფო ფურცლების მართვა;
  • ჩატარებული კონსულტაციების, ინსტრუმენტული  და ლაბორატორიული კვლევების შესაბამისობის დადგენა ისტორიასა და კლინიკაში არსებულ შიდა პროგრამა შორის;
  • სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.

       პიროვნული თვისებები:

  •  კომუნიკაციის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:  Vacancy.Surgery@aversi.com

გთხოვთ, წერილისსათაურში (Subject)მიუთითოთპოზიციისდასახელება (სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი). საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის  8 მაისის  ჩათვლით.


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.