გთავაზობთ რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭირო პროფილაქტიკურ კვლევას

გთავაზობთ რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭირო პროფილაქტიკურ კვლევას

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ კვლევას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.

რეგულარული (ყოველწლიური) პროფილაქტიკური შემოწმება რეკომენდებულია პრაქტიკულად ყველა ჯანმრთელი ქალისთვის, მიუხედავად ასაკისა, ხოლო ისინი, ვისაც აწუხებთ გაურკვეველი ტიპის ჩივილები, ასევე მემკვიდრეობითი რისკ–ფაქტორები (ოჯახში, სანათესაოში ონკოლოგიური ან გენეტიკური დაავადებების არსებობა), ცხოვრობენ არაჯანსაღი ცხოვრების წესით, აქვთ სტრესი – ექვემდებარებიან რეგულარულ შემოწმებას.

აქციის ფარგლებში კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ:

  • კოლპოსკოპიურ (საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული კვლევის მეთოდი) კვლევას;
  • პაპ-ტესტს (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ციტოლოგიური კვლევა);
  • საშოს ბაქტერიოსკოპიას;
  • გინეკოლოგის კონსულტაციას;
  • კონტრაცეპტივების შერჩევას.

აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგი მაია ურუშაძე.   

თუ გსურთ, შეიტყოთ რატომ უნდა ისარგებლოთ ამ აქციით, გთხოვთ, იხილოთ ბმული

კლინიკაახალ სიცოცხლესშეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

გისურვებთ ჯანმრთელობას!