რა არის ბიოფსია და რა შემთხვევაში ენიშნება პაციენტს?

რა არის ბიოფსია და რა შემთხვევაში ენიშნება პაციენტს?

ბიოფსია ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტირებაში სხვადასხვა ორგანოს დაზიანების სახის გამოსავლენად.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სრულყოფილი კვლევა. აქცია მოიცავს: ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, ექოსკოპიას, დამიზნებით ბიოფსიას, ციტოლოგიას. აქციით ბევრი ადამიანი სარგებლობს და პაციენტები ხშირად ინტერესდებიან, თუ რას ნიშნავს დამიზნებითი ბიოფსია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ვრცლად!

როდესაც რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებით ვერ ხერხდება დიაგნოზის დაზუსტება, ტარდება ბიოფსია. ეს პროცედურა დაზიანებული ქსოვილიდან მასალის აღებას გულისხმობს.

კვლევის საუკეთესო მეთოდია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია უჯრედების პირდაპირი, მიკროსკოპული შესწავლა. პროცედურის დახმარებით დგინდება დაზიანებების გამომწვევი მიზეზი (ანთებითი პროცესი, ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი).

ხშირ შემთხვევაში ბიოფსიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.

ბიოფსიის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოს კვლევა ტარდება, შესაბამისად, ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ულტრასონოგრაფიის, ისე კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით. სამიზნე ორგანოს მიხედვით განსხვავდება ნემსის ზომებიც მაგალითად, ძვლის ტვინის ბიოფსია მსხვილი ნემსით ტარდება, ფარისებრი ჯირკვლის კი ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ, წვრილი ნემსით.

ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული სახის დაზიანების დროს, როდესაც რადიოლოგიური, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების შეფასების მიხედვით ენდოკრინოლოგს საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება ონკოლოგიურ ან კიბოსწინარე დაავადებაზე, საჭიროა ჩატარდეს დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსია ულტრასონოგრაფიის კონტროლით, რომელიც 95%–იანი სიზუსტით გამოირჩევა.

ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის დროს გამოიყენება უფრო მცირე ზომის დიამეტრის ნემსი, ვიდრე ვენური სისხლის აღების დროს. მრავალჯერადი ჩხვლეტის თავიდან ასაცილებლად პროცედურა ტარდება ექოსკოპიის კონტროლით.

პაციენტი ძირითადად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. ინფიცირების პრევენციისთვის კისერი მუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. დამიზნებითი ჩხვლეტით ხდება მასალის აღება. პროცედურის შემდგომ პაციენტს შეუძლია იმავე დღეს დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას. ტკივილისა და შეშუპების შემთხვევაში სიმპტომურად ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!