ურთულესი ენდოვასკულური ოპერაციები ჩეხი და ქართველი ქირურგების შესრულებით!

ურთულესი ენდოვასკულური ოპერაციები ჩეხი და ქართველი ქირურგების შესრულებით!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 23 ივნისს ეწვევა მსოფლიოს წამყვანი ენდოვასკულური ქირურგი, პროფესორი მარტინ კოხერი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგები ჩეხ კოლეგასთან – მარტინ კოხერთან ერთად შემდეგ ოპერაციებს ჩაატარებენ:

• შიგნითა საძილე არტერიის სტენტირება (საძილე არტერიის 90%–ამდე სტენოზის გამო).
• მუცლის აორტის ბიფურკაციული ენდოპროტეზირება სტენტ–გრაფტით (აორტის ანევრიზმის გამო).
• წვივის არტერიების რეკანალიზება, ბალონური ანგიოპლასტიკა (დიაბეტური ტერფის გამო).
• თეძოს არტერიისა და ბარძაყის ზედაპირული არტერიის რეკანალიზება სტენტირება (თეძოსა და ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული დახშობის გამო).
მიმდინარეობს პაციენტთა ჩაწერა კონსულტაციაზე და მომზადება ოპერაციისთვის!

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრის ნომრებზე 577119119 ან 202 25 25 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!
პაციენტთა დიაგნოსტირების და შერჩევის შემდეგ, დაიგეგმება მათი ოპერაციული მკურნალობა.

მარტინ კოხერი მოწინავე მეცნიერი და პრაქტიკოსია ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში. ის ქალაქ ოლომოუცის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიური დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელია.
მარტინ კოხერი ყოველთვის შესაშურ ენთუზიაზმს იჩენს ეწვიოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს ქართველ კოლეგებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!