კლინიკის მისია, პრინციპები და მიზნები

qirurgiis-erovnuli-centris-misia-da-miznebi

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში სამედიცინო დაწესებულებათა შორის ერთ-ერთი უძველესია. მისი ისტორია იწყება 1946 წლიდან და სამედიცინო საქმიანობათა ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.

თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება უახლესი აპარატურა, თანამედროვე კლინიკები, უნიკალური ოპერაციები, რასაც თან ახლავს პროფესიონალთა დიდი ძალისხმევის ფონზე მიღებული შედეგებით მიღწეული წარმატების უდიდესი ემოცია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს ჩვენი კლინიკა. ესაა პროგრესულად მოაზროვნე მენეჯმენტის, უახლესი სამედიცინო აპარატურის და, რაც მთავარია, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა ერთობლიობა.

ცენტრის მენეჯმენტი მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეხვედრებში, სამეცნიერო თუ პრაქტიკულ კონფერენციებში, სემინარებში, გამოფენებში, სადაც თავს იყრის ის აუცილებელი ინფორმაცია და მონაცემები, რაც შეჯერების შემდგომ განვითარების გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა.

თანამედროვე მენეჯმენტის და ქირურუგიის ეროვნული ცენტრის თითოეული თანამშრომლის ერთობლივი შრომით და თავდადებით კლინიკამ უკვე დაიკავა მნიშვნელოვანი ნიშა საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში, აღიდგინა და ზოგიერთ შემთხვევაში ხელახლა მოიპოვა ნდობა და მადლიერება მოსახლეობაში.

კლინიკის მისია

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ინარჩუნებს იშვიათ ბალანსს თავისი სტატუსის მქონე დაწესებულებისთვის. იგი აგრძელებს  მისიის წარმოდგენასა და რეალიზაციას: შექმნას, შეინარჩუნოს, ასწავლოს და გამოიყენოს ცოდნა მოსახლეობის სამსახურში.

ჩვენი კლინიკის თვალნათლივი დანიშნულებაა, ვიფიქროთ საკუთარი თავის მიღმა.

აქედან გამომდინარე, კლინიკის მისია იმთავითვე  იყო და არის:

  • სამედიცინო სფეროში არსებული ცოდნის და გამოცდილების კონცენტრირება და გამოყენება;
  • სიახლის შექმნა, მოძიება და დანერგვა;
  • წარსულის და აწმყოს ინტეგრირება, ხოლო მიღებული შედეგის ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დარგის განვითარების მიზნით კლინიკის მენეჯმენტი აანალიზებს თანამედროვე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლს, რის მიხედვითაც ტრადიციული სამედიცინო მომსახურების კვალდაკვალ ვითარდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისები, რაც  საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.

ცენტრის მუშაობის პრინციპები

მაღალკვალიფიციური სამედიცინო და ადმინისტრირებაში მონაწილე პერსონალით ცენტრის დაკომპლექტების შემდგომ მენეჯმენტის მიერ გაანალიზდა თანამედროვე ინოვაციების და ტექნოლოგიების როლი დარგის განვითარებისათვის. შესაბამისად, დაიგეგმა ცენტრის განვითარების შემდგომი ეტაპი, რაც, ძირითადად, გულისხმობს ტრადიციული სამედიცინო მომსახურების მიწოდების გვერდით ინოვაციური და მაღალტექნოლოგიაზე დამყარებული სერვისების განვითარებას. ყოველივე ეს, ჩვენი რწმენით, დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობასა და სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნებზე. შესაბამისად, ცენტრის მუშაობის პრინციპები  ეფუძნება ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა:

  • სამედიცინო კადრის აკადემიური ცოდნა და გამოცდილება;
  • საკადრო ცვლილებებისას მცოდნე, ენერგიულ, ინიციატივიან და მუდმივად განვითარების მოსურნე პირებზე ორიენტირება;
  • თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების ფლობა და გამოყენება; 
  • ტექნიკური არსენალის გაფართოებისას მხოლოდ უახლესის, თანამედროვე სტანდარტების და საუკეთესოს შეძენა;
  • სამედიცინო სერვისების მიწოდებისას უსაფრთხოების ყველა სახეობის გათვალისწინება და სტანდარტულ მოთხოვნათა დაცვა;   
  • ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების და პროტოკოლების გამოყენება და დაცვა;
  • პერსონალის მუდმივი ტრენინგი და სწავლება;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლების მიზნებისათვის ლოკალური და  საზღვარგარეთ სტაჟირებების გამოყენება;
  • სამედიცინო ხარისხის მაღალი სტანდარტის დაცვა და მართვის მიზნით სრულყოფილი, მუდმივად განახლებადი  ინსტრუმენტების გამოყენება;
  • ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი ჯანდაცვის მარეგულირებელი მოთხოვნების განუხრელი დაცვა;
  • კლინიკის შიდა ოპერაციული პროცედურების სისტემის გამოყენება და მისი მუდმივი განახლება;  
  • პაციენტის უფლებების, საექიმო ეთიკის და დეონტოლოგიის განუხრელი დაცვა;
  • პაციენტზე,  ადამიანზე, როგორც უმთავრეს ღირებულებაზე,ზრუნვა და ამ მიზნისთვის პროფესიული, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და  ზნეობრივ-ეთიკური ყველა რესურსის გამოყენება.  

misiad-da-miznebi

ორგანიზაციის მიზნები

ცენტრის განვითარების სტრატეგია და დაგეგმილი ღონისძიებები ეფუძნება სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებს და მისი განვითარების პერსპექტივებს.

სწორედ მსგავსი საკითხების გადაჭრის საპირწონედ ორგანიზაცია მიზნად ისახავს:

  • სამედიცინო სერვისების მაქსიმალურად გაზრდას;
  • პაციენტზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას;
  • დაბალი შემოსავლის მქონე საზოგადოებისათვის სერვისების ხელმისაწვდომობას და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების გაწევას;
  • ცნობიერების ამაღლებას და დაავადების პრევენციას პაციენტთა განათლებისა და კონსულტაციის გზით;
  • კლინიკური პროცესების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფას;
  • სამედიცინო სერვისების მიწოდებისას კომფორტის მაქსიმალურ უზრუნველყოფას და პაციენტთა ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
  • კლინიკის სამედიცინო პოტენციალის მაქსიმალურად თვალსაჩინო წარდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე;
  • კლინიკური და მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მარკეტინგული ტექნოლოგიების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებით ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო დონის სამედიცინო ჰაბად ჩამოყალიბებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი სერვისები უკეთ მოარგოს მომხმარებელთა საჭიროებებს, მოთხოვნებსა და ინტერესებს, ჯეროვნად უპასუხოს სამედიცინო სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ჩვენ მივესალმებით ქირურგიის ეროვნული ცენტრისადმი თქვენს დაინტერესებას.