ალერგიული კონიუნქტივიტი

ალერგიული კონიუნქტივიტი

ოფთალმოლოგთან კონსულტაცია

გაზაფხულის დადგომასთან ერთად დათბა და დაიწყო მცენარეების ყვავილობა. უამრავი ადამიანი ამ დროს უჩივის სიწითლეს და ქავილის შეგრძნებას თვალებში. ხშირად ამის გამომწვევი მიზეზი ალერგიული კონიუნქტივიტია. ალერგიული კონიუნქტივიტი თვალის გარეთა ლორწოვანი შრის ანთებაა.  

ალერგიული კონიუნქტივიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ორგანიზმში მოხვედრილ უცხო სხეულზე (ალერგენზე) განვითარებული იმუნური სისტემის რეაქციის შედეგია.

 

ალერგენები რომლებიც იწვევენ ალერგიულ კონიუნქტივიტს:

  • ცხოველის ბეწვი
  • ოთახის მტვერი
  • კოსმეტიკა
  • ხისა და ბალახის მტვერი
  • თამბაქოს კვამლი

 

ალერგიული კონიუნქტივიტი ვლინდება ორივე თვალზე და წარმოადგენს პასუხს ალერგიის გამომწვევ ნივთიერებაზე. ალერგენზე საპასუხოდ, ორგანიზმი წარმოქმნის ანტისხეულს – იმუნოგლობულინ E-ს. ეს ანტისხეული ააქტიურებს პოხიერ უჯრედებს თვალებისა და სასუნთქი გზების ლორწოვან მემბრანაში. შედეგად პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ანთებითი ნივთიერებები, მათ შორის ჰისტამინი. ჰისტამინის გამოყოფა იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს, მათ შორის კონიუნქტივიტს

 

სიმპტომები რომლებიც აღინიშნება ალერგიული კონიუნქტივიტის დროს:

  • თვალების სიწითლე;
  • წვის შეგრძნება;
  • ქავილი
  • ქუთუთოების შეშუპება;
  • ცრემლდენა
  • სინათლის შიში
  • პაციენტს აწუხებს თვალებში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება

 

 

რა უნდა გავაკეთოთ ალერგიული კონიუნქტივიტის თავიდან ასაცილებლად?

  • შეამცირეთ კონტაქტი სავარაუდო ალერგენთან;
  • მოერიდეთ სივრცეებს სადაც ბევრი მცენარეა;
  • სახლი დაალაგეთ „სველი წესით“ და არა მტვერსასრუტით, რადგან იგი ჰაერის გარკვეულ ნაწილს უკან აბრუნებს მტვერთან ერთად;
  • ნუ იქონიებთ სახლში სქელ ფარდებს, ხალიჩებს, რადგან მათში მტვერი ჯდება;
  • გამოცვალეთ კონდიციონერის ფილტრი სახლში, სამუშაო სივრცეში ან მანქანაში;

 

როგორ ვუმკურნალოთ ალერგიულ კონიუნქტივიტს ?

მკურნალობის ტაქტიკა უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგის მიერ, რომელიც დაგინიშნავთ თქვენზე მორგებულ ანთების საწინააღმდეგო წვეთებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ თვითმკურნალობამ შეიძლება ჩვენი თვალები კიდევ უფრო მეტად დააზიანოს. არ გამოიყენოთ ძლიერ მოქმედი ანთების საწინააღმდეგო წვეთები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ