კარიერა

გახდი ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდის წევრი!

ჩვენ გამუდმებით ვაუმჯობესებთ  სამედიცინო დახმარების ხარისხს და ვცდილობთ მივაღწიოთ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს სტანდარტებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოს მასშტაბით  წელიწადში ემსახურება 50 000-ზე მეტ ადამიანს.

რატომ უნდა აირჩიოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობა ?

  • თქვენ გექნებათ სტაბილური სამსახური ქვეყნის ერთ-ერთ  წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში;
  • გექნებათ საშუალება ეზიაროთ გუნდურ მუშაობას, კოლეგიალობას, პროფესიონალიზმს  და ურთიერთპატივისცემას, რაც ქმნის განსაკუთრებულ გარემოს სამუშაოდ;
  • ყოველთვის გექნებათ საშუალება ღირსეულად გამოხატოთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები და იზრუნოთ პაციენტებზე, ვინაიდან ჩვენთვის მათი საჭიროებები  პრიორიტეტული ფასეულობაა;
  • გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის დიდ პოტენციალს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიზანია მოიზიდოს განსაკუთრებული უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის მქონე ადამიანები. კვალიფიციურ, მიზანდასახულ  პროფესიონალებს ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი კარიერული წინსვლის საშუალებას აძლევს.

კლინიკაში არის დიპლომისშემდგომი განათლების სამსახური, რომელიც თანამშრომლებს აძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებოლობას.

დღესდღეობით, სხვადასხვა სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლობენ კლინიკის თანაშრომლები, რომლებმაც ძირითად ექთნის დამხმარის პოზიციიდან დაიწყეს საქმიანობა.  

ჩვენ ერთად ვსწავლობთ, ვმოქმედებთ და ვვითარდებით.

არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეული შედეგებით და ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს ვართ. ამაში მუდმივი სწავლა, ერთმანეთის მხარდაჭერა და მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული გარემო გვეხმარება.

გაიცანით ჩვენი თანამშრომლები, რომლებმაც კარიერული ზრდის ეტაპები გაიარეს და წინსვლის პროცესში არიან  https://kirurgia.ge/eqimebi