სამედიცინო ტურიზმი საქართველოში
ქირურგიის ეროვნული ცენტრი 1946 წელს, საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა. ის მდიდარი ტრადიციების მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იღებს და მკურნალობს. ქირურგიის ეროვნული ცენტრი უცხოელ პაციენტებს სთავაზობს შემდეგი სამედიცინო სტრუქტურების მომსახურებას:
- რადიოთერაპიის დეპარტამენტი;
- ციფრული პეტ/კტ;
- ინსულტის ცენტრი;
- ქირურგიის დეპარტამენტი;
- ამბულატორია;
- ნეიროქირურგიის დეპარტამენტი;
- ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი;
- ენდოვასკულური, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგია;
- სისხლის ბანკი;
- გინეკოლოგიის დეპარტამენტი;
- ჰემოსტაზის ლაბორატორია;
- სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი;
- ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი;
- კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი;
- ანესთეზიოლოგია;
- მულტიპროფილური დეპარტამენტი;
- გადაუდებელი დახმარება;
- ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი;
- სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია.
რადიოთერაპიის დეპარტამენტი
რადიოთერაპიის დეპარტამენტში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ტარდება შემდეგი ორგანოების დასხივება:
- თავის ტვინი;
- თავ-კისერი;
- ფილტვი;
- მკერდი;
- კუჭ-ნაწლავი;
- შარდ-სასქესო სისტემა;
- ძვლები.
დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian ის თანამედ როვე და მაქსიმალურად დახვეწილი სხივური ამაჩქარებლებით Truebea და Vitalbeam. Varian ის სხივური ამაჩქარებლები შეუფერხებელი მკურნალობის შანსს აძლევს ისეთ ავადმყოფებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერ ჩაიტარებდნენ სხივურ თერაპიას. ჩვენი დეპარტამენტის პერსონალი, უახლესი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად არჩევს რადიოთერაპიული მკურნალობის ტაქტიკას. კერძოდ, CT გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარების შემდგომ, ხდება სამიზნე და რისკის ორგანოების კონტურირება, დასხივების დოზის და ფრაქციების რაოდენობის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმარება ხდება DIBH ტექნიკის გამოყენებით (სუნთქვასთან სინქრონიზირებული დასხივება). გამოცდილ ფიზიკოსთა ჯგუფი ხელმძღვანელობს დაგეგმარების უახლესი მეთოდებით, როგორიცაა: 3D, iMRT, VMAT(RapidArc). ჯგუფი ადგენს მკურნალობის გეგმას ისე, რომ სამიზნე მოცულობამ მიიღოს ექიმის მიერ გაწერილი დოზის მაქსიმუმი კრიტიკული ორგანოების დაცვის გათვალისწინებით, რადგან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გართულებების რისკი. მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT(გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.
ასევე, ჩვენს ცენტრში პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ HDR ბრაქითერაპიული მკურნალობა. ბრაქითერაპია არის მაღალტექნოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც სიმსივნის არეში, გარკვეული დროით, შეჰყავთ რადიოაქტიური ნივთიერება. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამანადგურებელი დოზით დასხივდეს სამიზნე მოცულობა და მაქსიმალურად დაიზოგოს სიმსივნის გარშემო მყოფი ჯანსაღი ქსოვილები.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
Digital PET/CT - ციფრული პეტ/კტ
ციფრული პეტ/კტ (Philips Vereos Digital PET/CT)არის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სრულად ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი. ქირურგიის ეროვნული ცენტრი ქართველ და უცხოელ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევა!
იგივე მეთოდი შეუძლიათ გამოიყენონ პრაქტიკულად ჯანმრთელმა პირებმა, რომელთაც სურვილი აქვთ გამოიკვლიონ საკუთარი ორგანიზმი ონკოპათოლოგიებისა და ნევროლოგიური დაავადების ნაადრევი აღმოჩენის მიზნით.
Philips Vereos Digital PET/CT-ს უპირატესობები გვაძლევს საშუალებას, დავაფიქსიროთ მილიმეტრული ზომის სიმსივნური წარმონაქმნები, რაც ექიმს ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებასა და მკურნალობის ტაქტიკის სწორად წარმართვაში ეხმარება. PET/CT კვლევის ჩატარება ონკოლოგიურ შემთხვევათა 36%-ში ცვლის მკურნალობის ტაქტიკას!
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ინსულტის ცენტრი
ინსულტის ცენტრის პაციენტებს, ქირურგიის ეროვნული ცენტრში, ამერიკული (აშშ) და ევროპული სტანდარტებით მართავენ! შექმნის დღიდან, რამდენიმე ასეული ადამიანი გადაურჩა დაღუპვას ან ღრმა ინვალიდობას. ამის მიღწევა კი, მოხერხდა პროფესიული კადრების, თანამედროვე ტექნოლოგიების და სამედიცინო ტექნიკის დახმარებით, რომელთა შორისაა უახლესი იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფი და კომპანია OMRON-ის თანამედროვე აპარატურა. აპარატურა. ერთმანეთისგან განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს.
იშემიური ფორმა ვითარდება თრომბოზის, ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის ან/და ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების შედეგად, რომელსაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება.
ჰემორაგიული ფორმა ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა. იგი უმეტესად ვითარდება არტერიული წნევის მომატებისას, რის ფონზეც რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ხდება სისხლის ჩაქცევა ტვინის ნივთიერებაში. ამას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ქირურგიის დეპარტამენტი
ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და პოსტოპერაციული პალატებით. კლინიკური გამოცდილება თუ პროფესიონალიზმი ქირურგებს საშუალებას აძლევს გადაჭრან ქირურგიის სფეროში არსებული ყველა სახის პრობლემა. ისინი დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ პაციენტებზე. ფლობენ როგორც ღია წესით არსებული ოპერაციების ტექნიკას, ასევე, ლაპარასკოპიულ თუ ენდოსკოპიურ მეთოდებს. აქ, ზოგადი ქირურგიის სფეროში არსებული ყველა ნოზოლოგიის მკურნალობასთან ერთად, ტარდება ისეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციები, როგორიცაა:
- სლივგასტრექტომია;
- ჰემიჰეპატექტომია (ღვიძლის რეზექცია);
- გასტრექტომია;
- ონკოლოგიური და არაონკოლოგიური ქირურგიული ოპერაციები;
- პანკრეატოდუოდენური რეზექცია;
- ჰემიკოლექტომია;
- ლაპაროსკოპიული ჩარევები;
- მუცლის წინა კედლის რეკონსტრუქციული ოპერაციები (თიაქრები და ა.შ.);
- ენდოკრინული ქირურგია (ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ოპერაციები).
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ამბულატორია
ამბულატორიული მომსახურებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია პაციენტებისთვის ყოველდღიურად მოქმედი ფასდაკლებები და ისეთი ულტრათანამედროვე აპარატურა, როგორიცაა:
- 32 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი -Toshiba Aquilion RXL;
- ექოკარდიოგრაფიის აპარატი - TOSHIBA Aplio 400;
- ულტრაბგერითი ელასტოგრაფიის აპარატი - Toshiba Aplio 500;
- კომპიუტერული ტომოგრაფი - Toshiba Aquilion Lightning SP;
- 128 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი - Philips Vereos Digital CT;
- მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფი - TOSHIBA vantage Elan;
- ენდოსკოპიური აპარატი - OLYMPUS EVIS EXERA III CV 190.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
ნეიროქირურგიის დეპარტამენტი მუდმივად თანამედროვე მედიცინის ავანგარდშია. საქართველოში ჩვენ ვქმნით ამინდს ნეიროქირურგიაში და ვნერგავთ ოპერირების ულტრათანამედროვე მეთოდებს. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტში ტარდება მრავალნაირი სირთულის და მიმართულების ნეიროქირურგიული ოპერაცია, მაგალითად, როგორიცაა:
- ოპერაციები ხერხემლისა და თავის ტვინის პათოლოგიების დროს;
- ინვაზიური ჩარევები ენდოვასკულური მეთოდით თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს;
- თავის ტვინის ანევრიზმების დროს, როგორც ენდოვასკულური, ისე ღია წესით.
აღსანიშნავია, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ ექსკლუზიური მეთოდის, თრომბექტომიის მასობრივი გამოყენების პრაქტიკა!
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი
ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტში გეგმიურ რეჟიმში მკურნალობენ როგორც დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ისე დიალიზდამოკიდებული, სტუმრის რეჟიმში ვიზიტად მოსული უცხოელი პაციენტები. ჰემოდიალიზის სეანსები ყოველდღიურად, სამი ცვლის პირობებში ტარდება.
დიალიზი სისხლის გაწმენდაა, ნახევრად გამტარი მემბრანის მეშვეობით. როდესაც თირკმელები სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, საჭიროა დიალიზი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმიდან ხელოვნურად იდევნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად ნარჩენი პროდუქტები და სითხე. პროცედურა ტარდება თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს. გრძელდება საშუალოდ 4 საათი და არის სრულიად უმტკივნეულო. გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩასატარებელი პირობები შექმნილია კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტშიც. აღნიშნული სერვისი ექსკლუზიურია თბილისში და ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი
სისხლძარღვთა, ენდოვასკულური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი
სისხლძარღვთა, ენდოვასკულური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 1993 წლიდან ფუნქციონირებს. მუშაობა მიმდინარეობს პრაქტიკული, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით. დეპარტამენტში ტარდება შემდეგი ტიპის ოპერაციები: სისხლძარღვების და ნერვების მიკროქირურგიული რეკონსტრუქცია, აუტოვენური და აუტონერვული პლასტიკა, სტრიპინგი, ფლებექტომია, მინიფლებექტომია, სკლეროთერაპია, ლაზერული აბლაცია, ფასციოპლიკაცია, მიკროქირურგიული აუტოვენოპლასტიკა, ვალვულოპლასტიკა, ენდარტერექტომია, შუნტირება, ექსტრაანატომიური შუნტირება, არტერიოპლასტიკა, მაგისტრალურ სისხლძარვთა პროთეზირება, ფისტულების მიკროქირურგიული გათიშვა, ლიმფანგიოპლასტიკა, სკალენექტომია, ტრანსთორაქსული სიმპატექტომია, ენდოვასკულური ჩარევები, რომელთა შინაარსი და მეთოდოლოგია, კლინიკაში ანგიოგრაფის შეძენით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამრავალფეროვანდა. ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფი Trinias B12 საშუალებას იძლევა აორტის პათოლოგიები იმართოს ენდოვასკულურად (არა ღია წესით) და ოპერაცია ჩატარდეს პაციენტისთვის მაქსიმალურად დამზოგველი და ეფექტური მეთოდით. ამავდროულად, კლინიკაში ყოველთვისაა გულმკერდისა და მუცლის აორტისთვის საჭირო სტენტ-გრაფტების მარაგი, რომლითაც 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი ურგენტული პაციენტების მიღება და დროულად ჩატარებული, მაღალი კვალიფიკაციის ოპერაციებით სიცოცხლის გადარჩენა!
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
სისხლძარღვთა ,ენდოვასკულური , პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი
სისხლის ბანკი
სისხლის ბანკის ფუნქციებში შედის დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება, სკრინინგული (ჰეპატიტი, B, C, AIV ინფექცია, სიფილისი) და კლინიკური (სისხლის საერთო, ჯგუფი, რეზუს კუთვნილება, ფენოტიპირება და KeLL ფაქტორი) კვლევა, შემდგომ კი, სისხლის კომპონენტებით კლინიკის უზრუნველყოფა. ბანკი აღჭურვილია „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატებით სახელწოდებით „ამიკუსი“. კლინიკის სისხლის ბანკი და ულტრათანამედროვე აპარატები საშუალებას გვაძლევს, რეციპიენტს მივაწოდოთ თრომბოციტების შემთხვევაში იმ რაოდენობის დოზა, რაც სხვა დროს რამდენიმე დონორისგან მზადდებოდა და ამისთვის მხოლოდ 200 მილილიტრი პლაზმის მოცულობაა საკმარისი.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
გინეკოლოგიის დეპარტამენტი
გინეკოლოგიის დეპარტამენტში წარმოებს ყველა სახის სამკურნალო დიაგნოსტიკური კვლევა, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა ისეთი პათოლოგიების შემთხვევაში, როგორიცაა: საშვილოსნოს და მისი დანამატების სიმსივნური პათოლოგიები, პრე და პოსტმენოპაუზის პერიოდები, სხვადასხვა გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა, ორსულთა პატრონაჟი, უშვილობის დიაგნოსტირება და ოპერაციული მკურნალობა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში გინეკოლოგიურ ოპერაციათა უმეტესობა ხორციელდება ლაპარასკოპიული მეთოდით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედობის სურვილის მქონე რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებისთვის. ამასთან, ლაპარასკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ნაკლებტრავმულია, ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად და ადვილად მიმდინარეობს, ოპერაციის შემდგომი პერიოდიც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ჰემოსტაზის ლაბორატორია
ჰემოსტაზის ლაბორატორია შეიქმნა ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით. მსოფლიო ფედერაციის პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიის სპეციალისტებმა ტრენინგი გაიარეს აშშ-ს მინეაპოლისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, Mayo–ს კლინიკასა და ლონდონის სამეფო ჰოსპიტალში აითვისეს კვლევის თანამედროვე მეთოდები.
ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დახმარებით, ლაბორატორიამ შეიძინა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების აპარატურა. 2002 წლიდან დღემდე ლაბორატორია არის გაერთიანებული სამეფოს შეფილდის ხარისხის კონტროლის ცენტრის სერტიფიკატის მფლობელი.
აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, სადაც ხდება ჰემოსტაზის დარღვევების მემკვიდრული და შეძენილი ფორმების დეტალური კვლევა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი
სისხლის დაავადებათა დეპარტამენტში მკურნალობენ ისეთ ურთულეს პათოლოგიებს, როგორებიცაა მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, არაჰოჯკინის და ჰოჯკინის ლიმფომა, მიელომური დაავადება, ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები. ტარდება როგორც ე.წ. ოქროს სტანდარტად აღიარებული ქიმიოთერაპიები, ასევე, საშუალო და მაღალდოზირებადი ქიმიოთერაპიული კურსები. ჰემატოლოგები თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან. მათთან ერთად, კონსილიუმის საშუალებით, ხდება ძნელად სადიაგნოსტო და კაზუისტური შემთხვევების განხილვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი
ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი
ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას. კლინიკა აღჭურვილია უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით, ელექტროოპტიკური გარდამქმნელით „ეოპით“, ასევე კომპანია Shimadzu–ს სტაციონარული რენტგენის აპარატით. ვიყენებთ გერმანული ბრენდის „ესკულაპის“ იმპლანტებს, რომლის მარაგი ყოველთვის აქვს კლინიკას, შესაბამისად, პაციენტს ტრავმატოლოგიური სერვისი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ჩატარდა 2000–ზე მეტი ყველა სირთულის ოპერაცია, მათ შორის, უმეტესი წილი ენდოპროთეზირება. ოფიციალური სტატისტიკით, თუ მსოფლიოში ამ ტიპის ქირურგიული ჩარევის გართულების რისკი 2%–ს შეადგენს, ჩვენს კლინიკაში ეს მაჩვენებელი 0%–ს უახლოვდება.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი გაშლილია 27 საწოლზე, აქედან კრიტიკულ მდგომარეობათა სექცია 16 საწოლზე, ინტენსიური თერაპიის სექცია 11 საწოლზე. კრიტიკულ დეპარტამენტში საშუალოდ, თვეში 120 პაციენტი მკურნალობს, ძირითადად კრიტიკულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფები. ოპერაციათა სპექტრი ფართოა, აქედან გამომდინარე, განსხვავებულია პოსტოპერაციულ პაციენტთა პროფილიცა და სიმძიმის ხარისხიც. კლინიკის მრავალპროფილურობიდან გამომდინარე, დეპარტამენტში სიმძიმის ხარისხის შესაბამისად უტარდებათ მკურნალობა აპარატული ან არააპარატული მხარდაჭერით როგორც ნებისმიერი პროფილის კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, ასევე, პაციენტებს პოსტოპერაციულ პერიოდში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი
ანესთეზიოლოგია
ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტი აგრძელებს ზრდა-განვითარებას. განახლდა სამედიცინო აპარატურა (სანარკოზე აპარატები ინვაზიური კარდიომონიტორები, სისხლის გაზების ანალიზატორი, ინფუზომატები, კაპნოგრაფები). უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების ტრენინგი, თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციებში, ეცნობიან უცხოელი კოლეგების გამოცდილებას.
ანესთეზიოლოგიაში პაციენტის ზოგადი მდგომარეობის და ოპერაციის თავისებურებათა გათვალისწინებით, ტარდება ყველა სახის ანესთეზია თანამედროვე მიდგომებითა და გაიდლაინებით. ასევე, დაემატა უნივერსალური ჰიბრიდული საოპერაციო ბლოკი, სადაც უწყვეტ რეჟიმში კეთდება ნებისმიერი ოპერაცია. საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია უახლესი, ულტრათანამედროვე საანესთეზიო მოწყობილობებით.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
მულტიპროფილური დეპარტამენტი
მულტიპროფილურ დეპარტამენტში გაერთიანებულია: ტოქსიკოლოგია, თერაპია, კარდიოლოგია, ალერგოლოგია და ენდოკრინოლოგია. აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიური მიმართულება საქართველოში არსებული ორი განყოფილებიდან ერთ–ერთია. მიმართულების უმთავრესი პრიორიტეტია კადრების მაღალი პროფესიონალიზმი და მათი გამოცდილების მუდმივი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის ამაღლება. დეპარტამენტის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება თერაპიული პროფილია, სადაც მკურნალობენ პაციენტები თერაპიული, ალერგოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ინტენსიური თერაპიის პალატები და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ერთობლივი, გუნდური მუშაობა უზრუნველყოფს, 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერი სირთულის პაციენტის სრულყოფილ გამოკვლევას, დიაგნოსტირებას, შესაბამისი მკურნალობის დაწყებას მუდმივი მოვლისა და სრულყოფილი მზრუნველობის პირობებში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი
ცენტრი ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვებსა და ზრდასრულებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს 24 საათის განმავლობაში. ჰემოფილიის მქონე პაციენტები სარგებლობენ ორთოპედიული მომსახურებითაც. ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი თანამშრომლობს საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციასთან და ასევე უცხოეთის წამყვან ჰემოფილიის ცენტრებთან. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებში. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრში აღრიცხვაზეა 400–მდე პაციენტი.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:
ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი
გადაუდებელი დახმარება
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი სრულადაა აღჭურვილი სარეანიმაციო მოწყობილობებით. აქ არის გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის წარმოებისათვის აუცილებელი ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურა, 24/7-ის რეჟიმში პაციენტების განკარგულებაშია ულტრათანამედროვე რენტგენოგრაფი, ექოსკოპი და ექოკარდიოგრაფი APLIO 400 და APLIO 500, TOSHIBA-ს ფირმის კომპიუტერული და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი, ანგიოგრაფი Shimadzu–ს წარმოების Trinias B12. დეპარტამენტი 8 საწოლზეა გაშლილი და ამ მიზნით გამოყენებულია გერმანული კომპანია „შროდერის“ უახლესი ფუნქციური და მანევრირებადი საწოლები. ყველა საწოლთან მოწყობილია ჟანგბადის წერტილები და მონიტორული სისტემა, რითაც შესაძლებელია თითოეული პაციენტის კარდიომონიტორირება.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: