ნეიროქირურგიის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტი ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე მედიცინის ყოველდღიურად მზარდ ტენდენციას.

კლინიკის ულტრათანამედროვე აპარატურა ნეიროქირურგებს ნებისმიერი სირთულის პათოლოგიასთან გამკლავების საშუალებას აძლევს.

რატიპის ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება ნეიროქირურგიის დეპარტამენტში?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტში ტარდება ყველა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაცია, რაც კი კეთდება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, მაგალითად:

  • ოპერაციები ხერხემლისა და თავის ტვინის პათოლოგიების დროს;
  • მცირეინვაზიური ჩარევები ენდოვასკულური მეთოდით თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს;
  • თავის ტვინის ანევრიზმები;
  • თრომბოზები.

ექსკლუზიური მეთოდი თრომბექტომია! 

აღსანიშნავია საქართველოს მასშტაბით ექსკლუზიური მეთოდი თრომბექტომია! ეს არის სისხლძარღვშიდა მანიპულაცია, რომლის საშუალებითაც ქირურგს სისხლძარღვიდან თრომბული მასები გამოაქვს. ოპერაცია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება, ოპერაციის შემდეგ კი პაციენტი კლინიკაში მხოლოდ 3–4 დღე რჩება. თრომბექტომიის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს განუვითარდა მწვავე იშემიური ინსულტი, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიცაა თრომბი, რომელიც ახშობს სისხლძარღვს, რის გამოც აღარ ხდება სისხლის მიდინება თავის ტვინში და აღნიშნულის გამო ვითარდება ინსულტი. ქირურგებს თრომბული მასები გარეთ გამოაქვთ, ანუ სისხლძარღვს ათავისუფლებენ. ეს არის მინი ინვაზიური ჩარევა, რომელსაც სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია. ბარძაყის მიდამოდან ჩხვლეტით ხდება სისხლძარღვშიდა მანიპულაცია. ოპერაცია კეთდება ანგიოგრაფის კონტროლით. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თრომბექტომიის ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს.

უნიკალური ბიპლან ანგიოგრაფი

ნეიროქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია უნიკალური ბიპლან ანგიოგრაფით. აღსანიშნავია, რომ SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფი Trinias B12 ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ანგიოგრაფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს. მისი უპირატესობაა 2 მკლავი, რომელიც შეუცვლელია ამ ტიპის ჩარევების დროს გამოსახულების მაქსიმალური ხილვადობის მისაღწევად. ანგიოგრაფის გამოყენებით მკვეთრად მცირდება ოპერაციის ხანგრძლივობა.

მისი დახმარებით შესაძლებელია:

1. თავის ტვინის მალფორმაციის, თავის ტვინის სიმსივნის, რთული ლოკალიზაციისა და დიდი ზომის ანევრიზმის, საძილე არტერიის თრომბოზის, ხერხემლის არტერიისა და საძილე არტერიის სტენოზის რთულ შემთხვევათა ოპერირება;

2. სტენტირებები;

3. ბალონირება;

4. ანევრიზმის ემბოლიზება სპირალით.

აქციები

ექიმები

სიახლეები