ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვერაგ დაავადებას, ინსულტს, წარმატებით ებრძვიან.
ჩვენი კლინიკის ინსულტის ცენტრმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, არაერთი გაეწერა საავადმყოფოდან ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამჯერად თრომბექტომიის შესახებ მოგითხრობთ.
ეს არის სისხლძარღვშიდა მანიპულაცია, რომლის საშუალებითაც ქირურგს სისხლძარღვიდან თრომბული მასები გამოაქვს. ოპერაცია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება, ოპერაციის შემდეგ კი პაციენტი კლინიკაში მხოლოდ 3–4 დღე რჩება.
ამ უნიკალური ოპერაციის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე.
„შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, მწვავე იშემიური ინსულტის დროს ეს ოპერაცია კეთდება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში. თუ პაციენტი იშემიური ინსულტის სიმპტომის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მომართავს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შევძლებთ დავეხმაროთ და ავარიდოთ მთელ იმ რიგ პრობლემებს, რომელიც შესაძლოა დარჩეს ინსულტის შემდგომ. თრომბექტომიის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს განუვითარდა მწვავე იშემიური ინსულტი, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიცაა თრომბი, რომელიც ახშობს სისხლძარღვს, რის გამოც აღარ ხდება სისხლის მიდინება თავის ტვინში და აღნიშნულის გამო ვითარდება ინსულტი. ჩვენ ამ შემთხვევაში თრომბული მასები გარეთ გამოგვაქვს, ანუ სისხლძარღვს ვათავისუფლებთ. ეს არის მინი ინვაზიური ჩარევა, რომელსაც სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია. ბარძაყის მიდამოდან ჩხვლეტით ხდება სისხლძარღვშიდა მანიპულაცია. ოპერაცია კეთდება ანგიოგრაფის კონტროლით. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თრომბექტომიის ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. მაგალითად მოვიყვან ერთ–ერთი პაციენტის შედეგს. კლინიკაში შემოიყვანეს 36 წლის პაციენტი, ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მწვავე იშემიური ინსულტი. პაციენტის მდგომარეობა გადადიოდა კომაზოტურში, ელოდა ხანგრძლივი რეანიმაცია, საუკეთესო სიტუაციაში ვეგეტატიური მდგომარეობა. ანგიოგრაფის კონტროლის ქვეშ შევისწავლეთ სისხლძარღვის მდგომარეობა. სისხლძარღვი იყო დახშული. ჩატარდა თრომბექტომია და პაციენტი 5 დღეში გაეწერა კლინიკიდან კონტაქტური, სრულიად ადეკვატური. ქალბატონი დაუბრუნდა ცხოვრების სრულფასოვან რეჟიმს. თრომბექტომიის უნიკალურობაა ისიც, რომ პაციენტი, რომელიც პროცედურამდე ვერ ამოძრავებს ხელს, ფეხს, ვერ საუბრობს თრომბექტომიის შემდეგ მომენტალურად, ანგიოგრაფის მაგიდაზე ამოძრავებს კიდურს. სასურველი შედეგი უკვე საოპერაციოში დგება. თრომბექტომიას ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით არ ახასიათებს გართულებები, მაგალითად, ინფექცია და სხვა. ეს არის მხოლოდ ბარძაყის მიდამოში ნემსის ერთი ნაჩხვლეტი“, – აცხადებს ბატონი გიორგი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის
ნეიროქირურგს გიორგი ეგუტიძეს ნომერზე 599 78 66 54;
გისურვებთ ჯანმრთელობას!