კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია ქირურგიული დარგის შემდეგი სპეციალობები:
ზოგადი ქირურგია
სისხლძარღვთა ქირურგია
რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია
ნეიროქირურგია
გულმკერდის ქირურგია
უროლოგია
გინეკოლოგია
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
ენდოკრინული ქირურგია
ოტო-რინო-ლარინგოლოგია
ყბა-სახის ქირურგია
ოფთალმოლოგია
ონკოქირურგია
ჩირქოვანი ქირურგია
პროქტოლოგია
ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი:
ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და პოსტოპერაციული პალატებით. ზოგადქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით: OLYMPUS-ის უახლესი თაობის ენდოლაპაროსკოპიული ნაკრებით, ულტრაბგერითი სკალპელით “HARMONIC” , ინტრაოპერაციული იაპონური წარმოების რენტგენოლოგიური აპარატით (SHIMADZU). ულტრათანამედროვე ლაპაროსკოპით - “OLIMPUS“-ის უახლესი მოდელით “VISERA PRO“, ენდოსკოპიური ქირურგიის უახლესი აპარატით „OLYMPUS EGZERA 170”..
ქირურგიის დეპარტამენტში ტარდება ისეთი ოპერაციები როგორიცაა:
• პანკრეატოდუოდენური რეზექცია;
• ბარიატრიული ოპერაცია - სლივ გასტრექტომია;
• კუჭის და ნაწლავების ანთებადი და სიმსივნური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
• ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებადი და ონკოპათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა ტრადიციული და ნაკლებად ინვაზიური - მინი ლაპაროტომიული და ლაპაროსკოპიული მეთოდებით;
• რეკონსტრუქციული ოპერაციები კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე და სანაღვლე გზებზე;
• ოპერაციები პანკრეასისა და ღვიძლის სიმსივნეების დროს;
• სხვადასხვა ორგანოების პარაზიტული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
• თიაქარპლასტიკა თიაქრის სხვადასხვა ლოკალიზების დროს;
• სპლენექტომია ელენთის დაავადების დროს;
• ღვიძლის ატიპიური რეზექცია სიმსივნური დაზიანების დროს;
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
• ოპერაციები საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს;
• ოპერაციები საყლაპავის აქალაზიის, გასტროეზოფაგული, რეფლუქსური დაავადების დროს;
სისხლძარღვთა , პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი:
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ანგიოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის სამსახური, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.
აქ ტარდება ყველა სირთულის ოპერაცია:
• მუცლის აორტის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობა;
• მაგისტრალურ სისხლძარღვთა პროთეზირება;
• აორტო–ბიფემორალური შუნტირება, აქსილო–ფემორალური შუნტირება;
• კომბინირებული ფლებექტომია;
• თითების რეპლანტაცია და აუტოტრანსპლანტაცია (მტევანზე, ტერფიდან მტევანზე);
• ტერფმრუდობის მკურნალობა ახალი შერწყმული მეთოდით, ტენდოპლასტიკა, ტენდოტრანსპოზიცია;
• მხრის წნულის ტრამვულ და თანდაყოლილ დაზიანებათა მკურნალობა;
• რეინოს დაავადების, დიაბეტური ანგიოპათიების მკურნალობა;
ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი:
ტრავმატოლოგიის დეპარტამენტში ტარდება თითქმის ყველა ტიპის და სირთულის ოპერაცია:
• მენჯ–ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება;
• ოსტეოსინთეზი;
• ძვალ–სახსროვანი სისტემის ტრავმული, თანდაყოლილი დეფორმაციებისა და შეძენილი პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა;
• ტერფმრუდობის კორექცია;
• ოპერაციები ტერფის ვალგუსური დეფორმაციის გამო;
• ოპერაციები მტევნის, ტერფის ფალანგის დეფორმაციის გამო;
• შეუხორცებელი და არასწორად შეხორცებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა;
• კიდურის ძვლების ოსტეოსინთეზი;
• ინტრამედულური ოსტეოსინთეზი;
• კეროვანი ოსტეოსინთეზი;
• გარეგანი ფიქსატორებით ოსტეოსინთეზი;
• კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის ამოღება;
• ოპერაციები სახსრების იოგოვანი აპარატის დაზიანების გამო;
გინეკოლოგიური დეპარტამენტი:
გინეკოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე კოლპოსკოპით, OLYMPUS-ის უახლესი თაობის ლაპაროსკოპიული ნაკრებით გინეკოლოგიური ჩარევებისთვის, ჰისტეროსკოპიული და ზოგად–გინეკოლოგიური, ნაკლებად ინვაზიური ოპერაციებისთვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით, ულტრაბგერითი დანით, საკოაგულაციო და ლაზერული დანადგარით. ტარდება ყველა ტიპის გინეკოლოგიური ოპერაცია და დიაგნოსტიკა:
• საშვილოსნოსა და მისი დანამატების ექსტირპაცია ვაგინალური და აბდომინური მიდგომით;
• ყელისა და საშოს კედლების პლასტიკა;
• ოპერაციები საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო;
• კისტექტომია;
• მიომექტომია;
• ოპერაციები უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის;
• ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური დიაგნოსტიკა;
• ლაპარასკოპიული ჩარევები საშვილოსნოს, საკვერცხეების, საშვილოსნოს მილების და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა პათოლოგიების დროს;
• რადიკალური ჰისტერექტომია აბდომინური (მათ შორის ლაპაროსკოპიული)
და საშოს-მხრივი მიდგომით;
• გაფართოებული ჰისტერექტომია ვერტჰაიმის მეთოდით;
• ქირურგიული პლასტიკა და პროთეზირება გენიტალური პროლაფსისა და შარდის შეუკავებლობის დროს;
• საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
გინეკოლოგიურ ოპერაციათა უმეტესობა ლაპარასკოპიული მეთოდით ხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედობის სურვილის მქონე რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებისათვის.
ნეფროლოგიის,თირკმლის ტრანსპლანტაციის და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი:
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი.
დღეისათვის კლინიკა ემსახურება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე 130 პაციენტს.
ყოველდღიურად ტარდება ჰემოდიალიზის სეანსები სამი ცვლის პირობებში გეგმიური პაციენტებისათვის. გარდა ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტისა გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩასატარებელი პირობები შექმნილია რეანიმაციაშიც და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტშიც. აღნიშნული სერვისი ერთადერთია ქალაქის მასშტაბით და ხორციელდება 24 საათის განმავლობაში.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოში პირველად განხორციელდა და დღემდე წარმატებით ტარდება თირკმლის გადანერგვის ოპერაცია.
ოფთალმოლოგიური სამსახური:
კლინიკის ოფთალმოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკას და მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად და აღსადგენად წარმოებს ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევა, გაიდლაინებით მოწოდებული თერაპიული და ოპერაციული მკურნალობა.
თერაპიული ოფთალმოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს:
თვალის სრულ პირველად გამოკვლევას
მიოპიური, ჰიპერმეტროპიული და ასტიგმატური სათვალის შერჩევა
თვალის სიმშრალის, კონიუნქტივიტის, კერატიტის, ლაკრიოცისტიტის, ბლეფარიტის და სხვა ტიპის ოფთალმოლოგიური პათოლოგიების მკურნალობას.
ქირურგიული ოფთალმოლოგიური სამსახური ატარებს ოპერაციებს თვალის ისეთი პათოლოგიების დროს როგორიცაა:
კატარაქტა
გლაუკომა
მშრალი თვალის მკურნალობა „საცობების“ იმპლანტაციით
თვალისა და მისი დანამატების სიმსივნური პათოლოგიები
ნებისმიერი კისტოზური წარმონაქმნის ამოკვეთა
საცრემლე არხის გამავლობის აღდგენა, დაკრიოცისტიტისას – „ზონდირება“
პტერიგოპლასტიკა
თვალის ტრავმები
ქუთუთოს დაზიანებები: ენტროპიონი, ექტროპიონი, ფტოზი, ქალაზიონი
ევისცერაცია, ენუკლეაცია.
ოტორინოლარინგოლოგიური სამსახური
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ოტორინოლარინგოლოგია, რომელიც წარმოდგენილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პაციენტებთან გულისხმიერი ურთიერთობა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
წარმატებით ხორციელდება შემდეგი ოტორინოლარინგოლოგიური ნოზოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
ქრონიკული ტონზილიტი
მწვავე ანგინა
ფარინგიტი
ლარინგიტი
მწვავე რინიტი
სინუსიტი
ოტიტი
ოტომიკოზი
ოტონევრიტი
კლინიკაში წარმოებს შემდეგი სახის სამკურნალო–დიაგნოსტიკური პროცედურები:
ყურის საცობის გამორეცხვა
სანაცია ჩირქოვანი ოტიტის დროს
ცხვირის დანამატი ღრუების და ტონზილების გამორეცხვა ვაკუუმით
ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება ტამპონადით და მოწვით
წარმატებით მიმდინარეობს ოტორინოლარინგოლოგიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა:
ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის ორმხრივი ტონზილექტომია
ადენოტომია, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით
ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესების მიზნით კეთდება ოპერაციები:
ცხვირის ძგიდის ამოკვეთა
ნიჟარების დეზინტეგრაცია
ცხვირის პოლიპოტომია
ოპერაციები ტარდება როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი გაუტკივარებით.
რადიოლოგია:
იაპონური წარმოების „SHIMADZU”- ს ფირმის, ციფრული სტაციონარული რენტგენის აპარატი
„GENERAL ELECRTICS”-ის ფირმის ექოსკოპები
,,TOSHIBA”-ს ფირმის კომპიუტერული ტომოგრაფიის უახლესი მოდელი TOSHIBA aquilion RXL 16, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა.
კომპიუტერულ ტომოგრაფიას განსაკუთრებული ადგილი უკავია კვლევის თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ და მაღალინფორმაციულ მეთოდებს შორის. ნევროლოგიური, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგიური, პულმონოლოგიური, ონკოლოგიური და სხვა პროფილების პათოლოგიების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტ სიტყვას, სწორედ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაყრდნობით ამბობენ.
კომპიუტერული ტომოგრაფიის სერვისები:
• თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია
• კისრის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
• წელის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია
• გულ–მკერდის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
• მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
• მცირე მენჯის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
• ძვალ-სახსროვანი სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია
• CT უროგრაფია
• CT ანგიოგრაფია:
• ანევრიზმების კვლევა
• ინტრაკრანიული არტერიების განვითარების ანომალიების კვლევა
• ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის კვლევა
• კიდურების არტერიების სტენოზის და ოკლუზიის კვლევა
• მსხვილი ვენების თრომბების კვლევა