რადიოქირურგია

რადიოქირურგია არის მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომელიც იყენებს მაღალენერგეტიკულ იონიზირებულ გამოსხივებას სიმსივნური ან პათოლოგიური ქსოვილის მოსაცილებლად.

ქირურგიული ოპერაციისგან  განსხვავებით ასეთი ჩარევა არ საჭიროებს გაკვეთას ან ანესთეზიას, აზიანებს მხოლოდ ავადმყოფ ქსოვილს და არ იწვევს ისეთ გართულებებს, რაც ახასიათებს ქირურგიულს, კერძოდ სისხლდენას, ინფიცირებას ან სხვ.

რადიოქირურგიის ჩვენებებია:

• ტვინის პირველადი და მეორადი სიმსივნეები (მეტასტაზები)

• ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა ორგანოების სიმსივნეები

• მულტიფოკალური წარმონაქმნები

• რეციდივები სტანდარტული თერაპიის შემდეგ

პროცედურის ძირითადი უპირატესობები:

• მაღალი სიზუსტე - რადიაცია ზუსტად მიემართება სამიზნე უბანზე, რაც ამცირებს გვერდითი

მოვლენების რისკს

• მოკლე კურსები - პაციენტს სჭირდება მხოლოდ 1–5 სეანსი, რაც ამცირებს მკურნალობის პროცესში ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას

• არაინვაზიური მიდგომა - პროცედურა კომფორტულია პაციენტისთვის და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას

Varian HyperArc სისტემა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ რადიოქირურგიული პროცედურები უმაღლესი სიზუსტით და ეფექტურობით.

მრავლობითი მეტასტაზის ერთდროული მკურნალობა - ეს სისტემა იდეალურია მულტიფოკალური  წამონაქმნების შემთხვევებში, რაც ამცირებს სეანსების რაოდენობას

• უმაღლესი სიზუსტე - სამიზნე ქსოვილის მკურნალობა ხდება ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების მინიმალური რისკით

• დამხმარე ვიზუალიზაცია - თანამედროვე გამოსახულების ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ზუსტი სამიზნე ადგილის იდენტიფიცირებას და მკურნალობის ხარისხის მაქსიმალურ კონტროლს

• პროცედურის მცირე დრო - HyperArc სისტემა უზრუნველყოფს სეანსის ხანგრძლივობის შემცირებას, რაც მკურნალობას უფრო სწრაფს და  კომფორტულს ხდის