სიახლე ტრავმატოლოგიის მიმართულებით

სიახლე ტრავმატოლოგიის მიმართულებით

მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება უნიკალური ქირურგიული მეთოდით ბათუმის კლინიკაში

ბათუმში — პირველად!

ოპერაცია, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ტარდებოდა, ახლა უკვე ხელმისაწვდომია ბათუმის კლინიკაში.


ეს მნიშვნელოვანი სიახლეა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის —
თანამედროვე ორთოპედიული მკურნალობა ახლა უკვე ბათუმში!

მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება შვეიცარული კომპანია Medacta-ს უმაღლესი ხარისხის იმპლანტებით და უნიკალური ქირურგიული მეთოდით — წინა მიდგომით


რატომ არის ეს მეთოდი განსაკუთრებული?
მინიინვაზიური ოპერაცია წინა მიდგომით ნიშნავს, რომ:
• კუნთები არ იჭრება და მაქსიმალურად ინარჩუნებს ბუნებრივ სტრუქტურას
• განაკვეთი მცირეა
• სისხლის დანაკარგი მინიმალურია
• ტკივილი ოპერაციის შემდეგ ნაკლებია
• პაციენტი ბევრად სწრაფად იწყებს მოძრაობას
• რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად მოკლეა


3 მაისს პაციენტებს მიიღებს ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვეტენაძე


სპეციალისტი მომზადებულია შვეიცარიისა და იტალიის წამყვან კლინიკებში და უკვე ხუთასზე მეტი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.


სწორედ თემურ კვეტენაძემ დანერგა საქართველოში მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების ეს თანამედროვე მეთოდი — პირველად და ექსკლუზიურად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც ოპერაციები სრულდება შვეიცარიული კომპანია Medacta-ს უმაღლესი ხარისხის იმპლანტებით.


ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით

ნუ გადადებთ – ჯანმრთელობა უმთავრესია!

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2


ჩაწერისთვის დარეკეთ: 0422 40 00 00

დაგვირეკეთ