სიახლე ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიულ მომსახურებაში
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სიახლეა!
მოსახლეობას ეძლევა საშუალება ჩაიტაროს სახსრების ენდოპროთეზირება, შვეიცარული კომპანიის Medacta-ს უმაღლესი ხარისხის იმპლანტებით და თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომით.უპირატესობები:
- მინიმალური სისხლის დანაკარგი
- მცირე ზომის განაკვეთი
- სწრაფი რეაბილიტაცია
- კუნთოვანი სისტემის მთლიანობის შენარჩუნება
- ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით
ინოვაციური მიდგომით და უმაღლესი ხარისხის ენდოპროთეზებით ოპერაცია ტარდება როგორც მენჯ-ბარძაყის სახსარზე, ასევე მუხლის სახსარზე.
რა არის ენდოპროთეზირება?
ენდოპროთეზირება სახსრების მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული სახსრის იმპლანტით ჩანაცვლება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახსრის შეცვლის ოპერაციები ხელოვნური ანალოგით ათასობით ადამიანს უტარდება. თითოეული მათგანისთვის ეს ერთადერთი შანსია, რომ სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
ინოვაციური ტოტალური მუხლის იმპლანტი, შექმნილია მაქსიმალური ფუნქციონალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა გაზარდოს პაციენტთა ცხოვრების ხარისხი ყოველდღიური საქმიანობის დროს.
რას გულისხმობს ენდოპროთეზირების ოპერაცია თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომით?
მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება წინა მიდგომით გულისხმობს მინიინვაზიურ ჩარევას ბარძაყის კუნთების და მყესების დაზიანების გარეშე. ენდოპროთეზის ჩასადგმელად გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა, რომლის ანალოგი საქართველოში ჯერ-ჯერობით არსადაა, ხოლო სპეციალისტი მომზადდა გერმანიის წამყვან კლინიკაში სასწავლო მივლინების დროს. ამ ტიპის ოპერაციის დაუყოვნებელი შედეგი გამოიხატება რეაბილიტაციის ფაზის სიმცირეში. პაციენტი ოპერაციის მეორე დღესვე აქტიურდება და იწყებს სიარულს, რასაც ხელს უწყობს ერთი მხრივ პროთეზის სპეციფიკურობა და მაღალი ხარისხი, მეორე მხრივ კი, ის, რომ მინიმალური განაკვეთის გამოყენება პრაქტიკულად არ იწვევს პოსტოპერაციულ ტკივილს.
თვალყური ადევნეთ სიახლეებს და საინტერესო მოვლენებს!თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577 119 119 ან 2 02 25 25!გისურვებთ ჯანმრთელობას!