ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდა ქალს თავის ტვინის სისხლძარღვიდან თრომბექტომია წარმატებით ჩაუტარდა
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოიყვანეს ახალგაზრდა ქალბატონი შემდეგი კლინიკური ნიშნებით:
- მარცხენა ხელსა და ფეხში ძალის დაქვეითება (პლეგია);
- მეტყველების მკვეთრი გაძნელება;
- სახის ასიმეტრია.
კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა მარჯვენა შიგნითა საძილე არტერიის სრული დახშობა (ოკლუზია).
შესაბიმისი კრიტერიუმების დაცვით პაციენტს ჩაუტარდა თრომბოლიზისი (სპეციალური პრეპარატის გადასხმის შედეგად თრომბის დაშლა). ამის შემდეგ პაციენტი გადაიყვანეს ანგიოგრაფიულ საოპერაციოში და დამატებით, თრომბის სრული ევაკუაციის მიზნით, ჩაუტარდა ნეიროინტერვენცია, თრომბექტომია.
ეს შემთხვევა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ პაციენტს აღენიშნა შიგნითა საძილე არტერიის სტენოზი და თრომბოზი კომბინაციაში. ნეიროინტერვენციის შედეგად გაიხსნა დახშული სისხლძარღვები და აღდგა თავის ტვინში სისხლის მიწოდება.
ინსულტმა, არასწორი მართვის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს უუნარობა ან დასრულდეს ფატალური შედეგით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც პაციენტი დროულად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და ამავდროულად სწორად შეარჩევს კლინიკას, რომელსაც აქვს ისეთი ფართო შესაძლებლობები, როგორიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ინსულტი უკვე განაჩენი აღარაა! სწორედ ამას ადასტურებს აღნიშნული პაციენტის შემთხვევა.
ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არ აღენიშნება ნევროლოგიური დეფიციტი, გადაადგილდება დამოუკიდებლად. ოპერაციიდან დაახლოებით ოთხ დღეში გაეწერება კლინიკიდან და დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
ხერხემლის გამრუდება
კითხვა: გამარჯობა, სულ ცოტა ხნის წინ დეიდაჩემს, დაუდგინეს გულმკერდის ძვლისა და ხერხემლის გამრიდება და რომელი პროფილის ექიმთან გვირჩევთ ვიზიტს? ნეიროქირურგთან თუ ორთოპედთან?
ჰიდროცეფალია, სკოლიოზი
კითხვა: გამარჯობათ!21 წლის გოგოს აქვს იოლი ფორმის ჰიდროცეფალია.რა წამალი შეიძლება მიიღოს რეგულარულად ან დღეგამოშვებით?აქვს მეორე ხარისხის სკოლიოზი.რა ტიპის მასაჟებია შესაძლებელი და თუა მიზანშეწონილი მანულო თერაპია ამ ორი დაავადების დროს?
ხერხემლის პრობლემა
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ხერხემლის პრობლემა მეხუთე მალაზე მაქვს წანაზარდი მარჯვენა ფეხზე სისუსტე ორი თვეა რაც მუხლი მაწუხებს ერთი კვირაა რაც ტკივილი გაუარესდა და შესშუპება დაიწყო მირჩიეთ რამე.
ოსტეოართროზი
კითხვა: გამარჯობათ! მყავს 82 წლის დედა რომელსაც ძალია აწუხებს წელი ურო სწორად წელის ცოტა ზევის გადაცემითი ტკივილები აქვს, ისეთი საშინელი რომ ხან ვერ ინძრევა ლოგინში ისე ტკივა, დავაწვინე სავადმყოფოში შევიყვანე წელის ტკივილით და დააწვინეს კარდიოლოგიურში, აღმოVნდა რომ სხვა რაგაცეების პრომლემაც აქვს, წელისთვის უკეთებენ გამაყუჩებლებსმ არ შეიძლება სხვა განყოფილებაში გადაი ყვანონ, უმკურნალონ ჯერ წელს და შემდეგ ახალ აღმოჩენილ პრობლემებს? ვეღარ უძლებს ამ ტკივილს, რა შეიძლება იწვევდეს ამ ტკივილს მესამე კვირაა შაშინელი ტკივილები აქვს მანამდეც ტკიოდა ცოტათი რაც პერიოდულად უვლიდა, ეხლა საშინელი ტკივილები აქვს, აღმოაჩნდა ეხლა ანემია და ფილტვზე პატარა შეგუბებაო ექიმმა, მადლობა, ომედია ეხლა წაიკითხება
კისრის ოსტეოქონდროზი
კითხვა: გამარჯობა.მაქვს კისრის მალთა შუა თიაქარი მჭირდება ოპერაცია.ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში.მაიში მინდა გავიკეთო და მაინტერესებს რამდენად რთული ოპერაციაა და რამდენხანში შევძლებ მუშაობას?
ზურგის ტვინის დაზიანება
კითხვა: გამარჯობათ. მაქვს მეცხრემალა დაზიანებული გავიკეთე ოპერაცია . 6 თვის წინ მაქვს ნერვი დაზიანებული წყვეტა არმაქვს. ვგზნობ დარტყმას ფეხებზე ვგზნობ ტკივილებ ორივე ფეხზე მაქვს და თავისით მოზრაობს ფეხები რაშეზლება რო გავაკეთო რო ტვინმა დროზე აგითქვას წინასწარ მადლობთ