მოგესალმებით,
ჰიდროცეფალია (ანუ წყალმანკი) პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორის) რაოდენობა.
ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება. ჰიდროცეფალიას ხარისხის და ფორმის მიხედვით მკურნალობენ მედიკამენტურად და/ან ქირურგიული წესით (შუნტირება). ჰიდროცეფალიის დროს ხდება ტვინის პარკუჭების გაფართოება, ტვინის ნივთიერების გათხელება - ამ დროს თეთრი ნივთიერება უფრო ზიანდება, ვიდრე რუხი. როგორც აღნიშნეავთ, იოლი ფორმის ჰიდროცეფალია აქვს თქვენს შვილს, ამ შემთხვევაში დადებითი დინამიკისათვის საკმარისია მედიკამენტური მკურნალობა და ექიმის პერიოდული კონტროლი. მკურნალობის შედეგად ხდება ან სრული განკურნება, ან სტაბილური მდგომარეობის მიღწევა.
რაც შეეხება სკოლიოზს, მოგახსენებთ.
სკოლიოზი
ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით. ხერხემლის გამრუდების შედეგად ზურგის კუნთების დაჭიმულობა არათანაბარია. ერთ მხარეს ისინი გაწელილია, მეორე მხარეს კი დაჭიმული (სპასტიკური). ხერხემლის დატვირთვის დროს ძირითადი დაძაბვა მოდის დაჭიმულ კუნთებზე. დროთა განმავლობაში კუნთების შეკუმშვა იზრდება, რაც იწვევს თავად გამრუდების მომატებას.
სკოლიოზი შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ხშირად რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა, თუ რა იწვევს სკოლიოზს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ე.წ იდიოპათიური სკოლიოზია.
მოარიდეთ იგი ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.
მანუალური თერაპია
ეს არის მკურნალობის ძველთაძველი მეთოდი, რომელიც მიმართულია ხერხემალში, სახსრებში და კუნთოვან აპარატში პათოლოგიური გამოვლინების კორექციაზე და ლიკვიდაციაზე. თანამედროვე მანუალურ თერაპიაში ძირითადად გამოიყენება სახსროვანი და რბილი ტექნიკები.
პრეპარატებისა და სამკურნალო მასაჟ-ვარჯიშების დისტანციურად დანიშვნა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია. შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევების პასუხები. მოგემსახურებათ ჩვენი მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე საექიმო გუნდი.
ანამნეზის აღებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ აუცილებლად დაგეხმარებით და დაგენიშნებათ აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!