მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის პროტრუზია;
- პროტრუზიის დიაგნოსტირება;
- პროტრუზიის მკურნალობის მეთოდები;
- საგანგებო მდგომარეობის დროს ვიზიტი კლინიკაში.
პროტრუზია სიტყვასიტყვით ნიშნავს, გამობურცვას, გამობერვას, რომლის დროსაც რბილი ბირთვი რჩება გაწელილი ფიბროზული რგოლის საზღვრებში.
ხერხემლის სვეტის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
თუ იგი ხერხემლის არხის მხარეს არ გამოდის და ზეწოლას არ ახდენს ნერვულ ფესვებზე, ასეთ შემთხვევებში მალთაშუა დისკის ნაწილი მეზობელი მალების საზღვრებს მიღმა გადის (დისლოკაცია), ამ ტიპის ცვლილებებს კი, კიდურში მტკივნეული შეგრძნებები და გადაცემითი ტკივილები (ირადიაცია) არ ახლავს. მითუმეტეს, თქვენს შემთხვევაში ამობურცულობა საკმაოდ მცირე ზომისაა (2მმ).
თავდაპირველად ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა, რომლის ხანგრძლივობაც მაქსიმუმ 6 თვეს გასტანს, უეფექტობის შემთხვევაში კი აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა.
წელის მიდამოში ტკივილის ხარისხის გათვალისწინებით, მკურნალობის თვალსაზრისით ინიშნება:
- ბლოკადები;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
- ანალგეზიური საშუალებები;
- ფიზიოთერაპია;
- მანუალური თერაპია;
- რეფლექსოთერაპია.
თქვენს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ დიდხანს დგომისას ან ჯდომისას თავს იჩენს კუნთების სპაზმი, ვფიქრობთ საჭირო იქნება ფიზიოპროცედურების მედიკამენტურ მკურნალობასთან კომბინაცია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მკურნალმა ექიმმა უნდა მოგცეთ.
დაუკავშირდით მას დისტანციურად და აუცილებლად ჩააყენეთ მკურნალობის საქმის კურსში.
ასევე, თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ვიზიტისთვის აუცილებელია საშვი, რომელსაც გასცემს ჩვენი კლინიკა და ამით მოგეცემათ ქალაქში გადაადგილების საშუალება. ამისთვის კი, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 577 32 79 88.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!