მოგესალმებით,
თქვენს მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით ვლინდება ორი დამოუკიდებელი პათოლოგია - ჰიდროცეფალია და სპონდილოართროზი , თუმცა მათ შორის შესაძლოა არსებობდეს პირდაპირი კავშირი ,თუ სპონდილოართროზი კისრის სეგმენტის დონეზეა ლოკალიზებული , იწვევს ზურგის ტვინის არხის სტენოზს და ლიქვოროცირკულაციის დარღვევას .
ჩვენ სამწუხაროდ არ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებული სხვა მონაცემები ,კერძოდ ჩივილები და კლინიკური მდგომარეობის აღწერილობა ,რომელთა შეჯერებაა საჭირო რადიოლოგიურ სურათთან , საბოლოო დოაგნოზის ფორმირების და მკურნალობის დანიშვნის მიზნით .
ვფიქრობთ ,რომ აუცილებელი იქნება ხერხემლის მრტ კვლევა , იმ მოსაზრების დასამტკიცებლად ,რომ საქმე გვაქვს ხერხემლის სვეტის სტენოზთან .
გირჩევთ შემდგომი რადიოლოგიური კვლევების დაგეგმვის მიზნით მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ყველა მონაცემის გათვალისწინებით დაგინიშნავთ ამ კვლევას და ასევე შემოგთავაზებთ ხერხემლის სრულ მრტ კვლევას , ასევე ჩვენს კლინიკაში ,რომელზეც ვრცელდება აქციის პირობები და ფასდაკლება .
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს გთხოვთ, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: თავის და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვა : - თავის ტვინის ნივთიერებაში გამოკვლევის დროისთვის მწვავე კოროვანი პათოლოგია არ დაფიქსირდა . ზომიერი გარეთა ღია ჰიდროცეფალიის ელემენტები ბიფრონტალურად , ზომიერად გამოხატული სპონდილოართროზის კტ სურათი . ამ დასკვნის მიხედვით საჭიროა თუ არა ჩავიტარო დამატებით მრტ და გამარკვიეთ მედიკონტოზურ მკურნალობას ექვემდებარება თუ ქირურგიული ჩარევაა საჭირო ?
პასუხი: