სპონდილოართროზი - ნეიროქირურგია

კითხვა: 3 თვეა მაწუხებს ტკივილი წელის არეში. რენტგენით დამიდგინდა სპონდილო ართროზი. მკურნალობა უშედეგოა. ვის მივმართო და რა კვლევები ჩავიტარო წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი) დისტროფიული პროცესია, რომელიც აზიანებს ხერხემლის სვეტის მალათაშორის სახსრებს, სპონდილოართროზი ყველაზე მეტად აზიანებს ხერხემლის მალთაშუა სახსრების იმ უბნებს, სადაც მოძრაობის მოცულობა მაქსიმალურია.
მალთაშუა სახსრების სპონდილოართროზი ყველაზე მეტად ვითარდება ხერხემლის სვეტის კისრისა და წელის ნაწილებში, სადაც ხდება მოხრა, გაშლა, მობრუნება და ტრიალი.
იქიდან გამომდინარე, რომ ხერხემლის კვლევის ოქროს სტანდარტს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს, ჩვენც აღნიშნული კვლევის ჩატარებას გირჩევდით.
თუმცა, სასურველია რეკომენდაცია საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე, უშუალო კონსულტაციისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ, თავად სპეციალისტმა მოგცეთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი აუცილებლად დაგეხმარებათ და შეგირჩევთ სათანადო მკურნალობას.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias 


● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/37 


გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა