chiari malformacia, არნოლდ ჩიარის მალფორმაცია - ნეიროქირურგია

კითხვა: რას მეტყვით ჩიარი მალფორმაციაზე. (ტიპი 1)
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის chiari malformacia;
  • ჩიარის მალფორმაციის სიმპტომები;
  • არნოლდ ჩიარის მალფორმაციის დიაგნოსტირების მეთოდები;
  • მკურნალობა.

chiaris_malformacia

პათოლოგიის სულ 4 ტიპი არსებობს.
არნოლდ ჩიარის მალფორმაცია ტიპი 1 ეს არის მალფორმაციის ერთადერთი ტიპი, რომელიც შეძენილია. იგი შესაძლოა, გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებიდან:

  • მშობიარობის დროს ნაყოფის ტვინის ტრავმა;
  • (CSF) ზურგის ტვინის დაზიანება.

ჩიარის დეფორმაციის მქონე ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • თავბრუსხვევა;
  • კუნთების სისუსტე;
  • დაბუჟება;
  • მხედველობის პრობლემები;
  • თავის ტკივილი;
  • ბალანსისა და კოორდინაციის პრობლემები;
  • ყლაპვის გართულება.

თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დაავდების მქონე პაციენტს, ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა საერთოდ არ გამოუვლინდეთ, ან განვითარდეს მოზარდობის, ან ზრდასრულობის ასაკში.
ჩიარის მალფორმაციის დიაგნოსტირებისთვის, მასშტაბისა და ტიპის განსაზღვრისთვის გამოიყენება რამდენიმე კლინიკური კვლევა, მათ შორისაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).
თუ 2-3 თვის განმავლობაში კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, ან გამოიხატება ნევროლოგიური დეფიციტი, საჭირო ხდება ნეიროქირურგიული ჩარევა, ოპერაციის მიზანია ნერვული სტრუქურების პათოლოგიის აღმოფხვრა და ცერებროსპინალური სითხის ნორმალიზაცია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ბატონი გიორგი ეგუტიძე, ანამნეზური მონაცემებისა და ჩატარებული კლინიკური კვლევების ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა