ხერხემლის პათოლოგია - ნეიროქირურგია

კითხვა: მაწუხებს კისერი მხრები ლავიწის ძვლები,3 კგ ც რომ ავწიო მეჭიმება მეწყება ტკივილი და ემატება თავის ტკივილიც,ზოგადად ყველა სახსარი მტკივა,მაჯებთაბ,მუხლებთან,კოჭებთან,გადაღებული მაქვს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია მთელი ხერხემლის და დასკვნა ასეთია. ლუმბალური სპონდილოზი,ინტრავერტებრული დეგენერაციული ცვლილებები,პოლიდისკოპათია l3 და l4 მალთასუა დისკების დორსომედიოლატერალური პროტრუზიო c5sin,c6,c7 th1 ორმხრივ,s2dex.ნერვალური ფესვების არაქნოიდური (ტარლოვის) კისტები. ვერანაირ წამალს ვერ ვიღებ კუჭის და თორმეტგოჯას ეროზიების გამო,მირჩიეთ რა გზას დავადგე,მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ ჩამოთვლილი დასკვნებიდან, თითქმის ყველა წარმოადგენს ხერხემლის პათოლოგიას.
გასათვალისწინებელია, პროტრუზიისა და სპონდილოზის ხარისხი. ასევე, სასურველია ვიცოდეთ თქვენი ასაკი.
რაც შეეხება ტარლოვის კისტებს, თქვენს შემთხვევაში, აშკარაა რომ სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული, ამიტომ ვიფქრობთ, მკურნალობის მეთოდი რადიკალურია და საჭიროებთ ქირურგიულ ჩარევას. რაზეც, თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით სასურველია, საუბრობდეს თქვენი მკურნალი ექიმი.
ასევე, როგორც მოგვითხრობთ „ვერანაირ წამალს ვერ ვიღებ კუჭის და თორმეტგოჯას ეროზიების გამო“ , არსებობს არაერთი დასახელების ე.წ. კუჭის დამცავი საშუალებები, რომელზეც რეკომენდაცია თქვენს ექიმს უნდა მოეცა.
გირჩევთ, მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს და სთხოვოთ, გაგაცნოთ მკურნალობის გეგმა.
თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმების მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ მათთან კონსულტაციაზე.
ჩვენი მხრიდან შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
კუჭის და თორმეტგოჯას ეროზიების სამკურნალოდ კი, მობრძანდით გასტროენტეროლოგთან, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი გაგიწევთ დახმარებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა