სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს სკოლიოზთან დაკავშირებით. მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ სკოლიოზის III სტადიის დასაწყისი. რაც ნიშნავს ხერხემლის 31°–60° – მდე გამრუდებას.
როგორც წესი, სკოლიოზის დროს ვითარდება წელში მოხრილობა, ტანადობის დარღვევა, შესაძლებელია შეჩერდეს სიმაღლეში ზრდაც.
სკოლიოზის დროს ტანადობის კორექციისათვის რეკომენდებულია სპეციალური კორსეტები. მათი ტარებისას უმნიშვნელოდ მცირდება ხერხემლის ზედმეტი დეფორმაცია და ხდება ზურგის კუნთების განტვირთვა.
საწყის ეტაპზე შესაძლებელია, დაინიშნოს სამკურნალო ვარჯიში (კინეზოთერაპია) ან სამკურნალო ცურვა(აქვათერაპია). თუმცა, შესაბამისი რეკომენდაცია უნდა მოგცეთ ნეიროქირურგმა, მას შემდეგ რაც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას. ამის შემდეგ კი, დაგჭირდებათ სერტიფიცირებული მწვრთნელი, რათა დაგინიშნოთ ინდივიდუალური ვარჯიშები, რომელიც თავიდან აგაცილებთ შესაძლო გართულებებს. თუმცა, თქვენს შემთხვევაში რამდენად შედეგიანი იქნება ვარჯიშები ვერ მოგახსენებთ.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/37
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !