კითხვა: მოგესალმებით. ჩემი დიაგნოზი არის შემდეგი:ნერვის ფესვების და წნულის კომპრესია სპონდილოზის დროს. მაინტერესებს ეს დაავადება არის თუ არა გენეტიკური ან თანდაყოლილი?.. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ხერხემლის მალების სხეულების ნაპირებზე განვითარებულ ძვლოვან  წანაზარდებს ეწოდება  სპონდილოზი, რითაც  აღვნიშნავთ  ხერხემლის ზოგ მსგავს დეგენერაციულ დაავადებას, რომლებიც იწვევენ ზურგის ტვინის კისრის ნაწილსა და მიმდებარე ნერვულ ფესვებზე ზეწოლას.

იგი არ არის გენეტიკური, ახალგაზდა ასაკში სპონდილოზის განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი წონა, ცხოვრების პასიური წესი, პროფესია, რომელიც მოითხოვს მძიმე ტვირთის თრევას, ხშირ ჩამუხვლას და გადახრას, მალათაშუა დისკოს გაგლეჯა ან თიაქარი და სხვა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პრობლემა მწეველებს უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე არამწეველებს. სპონდილოზი ძირითადად ლოკალიზდება ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილში,შედარებით იშვიათად წელისა და კისრის ნაწილებში.

აუცილებლად გესაჭიროებათ სპეციალისტის განმეორებითი კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის ახლანდელ მდგომარეობას და ზუსტ პასუხს გაგცემთ თქვენს კითხვებზე.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, თუ დაგჭირდებათ დამატებითი მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა, აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, აღნიშნულ კვლევაზე, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  ნომერზე  577 119 119 ან 202 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა