კისრის ოსტეოქონდროზი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 51 წლის მამაკაცი მაწუხებს თავის ტკივილი და მაქვს ყურებში ქშუილი ასევე კისრის მალები ტკაცუნებს, რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?
პასუხი:

მოგესალმებით,

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ხერხემლის სვეტის,  კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზს, რომელიც  სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია.

კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.

ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.

გირჩევთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა