ნეიროქირურგიული ოპერაცია - ნეიროქირურგია

კითხვა: მოგესალმებით,5თვის წინ დედას გავუკეთეთ საკმაოდ რთული ოპერაცია ,ხერხემალი გაუმაგრეს იმპლანტით ,ზურგის ტვინი ჰქონდა დაზიანებული რის შედეგადაც ფეხებში შეგრძნება მეტ ნაკლებად ჰქონდა ,აწუხებდა ფეხების დაბუჟება და უძალიანობა,ოპერაციის შემდეგ მასაჟები ვიკეთეთ და დაახლოებით თვენახევარში ხადულკის დახმარებით ცოტ ცოტა გავიმართეთ,დღეს დღეობით ძალა მოუვიდა ფეხებში მაგრამ აწუხებს ისევ დაბუჟება და მოჭერა ფეხებზე რაც უზღუდავს მოძრაობას,მაინტერესებს რას გვირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ქირურგიული მკურნალობის „ოქროს სტანდარტს“, ხელოვნური მალთაშუა დისკის იმპლანტაცია წარმოადგენს, რაც დედათქვენს უკვე ჩაუტარდა.
იგი განიხილება როგორც მკურნალობის ეფექტური ალტერნატიული მეთოდი, რომელიც ხერხემალს უნარჩუნებს დაზიანებულ სეგმენტში მოძრაობის უნარს.
იქიდან გამომდინარე, რომ იმპლანტატი მაინც უცხო სხეულია, შეუთავსებლობა შესაძლებელია ნებისმიერ პაციენტში მოხდეს, რის შემდეგაც საჭიროა მათი ე.წ. მოხსნა, თუმცა თანამედროვე კლინიკებში, იმპლანტანტი (კეიჯები) არის ულტრათანამედროვე, რაც მაქსიმალურად ამცირებს მისი შეუთავსებლობის რისკებს.
რაც შეეხება დაბუჟების შეგრძნებას ,რომელიც ჯერკიდევ რჩება ,ის ნეიროქირურგიული ოპერაციის თანმდევი პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში, სათანადო სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შედეგად ,თანდათანობით უნდა შემცირდეს და მოიხსნას .
კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან ,რომელიც შეაფასებს მდგომარეობას და მოგცემთ რეკომენდაციებს.
ექიმის მიერ , მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფის დანიშვნის შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა