კითხვა: მე მაქვს არაქნოიდული კისტა პირველი 3.0/1.5.2.1 სმ და მეორე 1.7/08.სმ. მაქვს სისტემატიური თავის ტკივილი. და ამის ბრალი შეილება იყოს თუ სხვა რამის
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს არაქნოიდულ კისტასთან დაკავშირებით, სადაც აღვნიშნავთ, რომ არაქნოიდული ცისტა ტვინის სისხლძარღვოვანი გარსისაგან წარმოქმნილი კისტაა.
თუ კისტა პროგრესირებადია, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილები.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობის აპრობირებულ მეთოდს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დაგეგმარებისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !