მალთაშუა თიაქარი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს ასეთი პრობლემა: მაქვს წელის ტკივილი, გადამდის მარცხენა ფეხის ზედასაჯდომთან. გადავიღე სურათი მითხრეს მაქვს L5 S 1 მალაზე პრობლემა ნერვზე აწვებამალებს შორის ხრტილი და მიკავებს მარცხენა ფეხს. ერთხელ გამომიწერეს ანტიბიოტიკი დაგამაყუჩებელი მიშველა. შემდეგ კიდე ამტკივდა და უკვე რთულად მაქვს წამალიც ძნელადმოქმედებს. მაქვს კითხვა შესაძლებელია თუ არა მკურნალობა მასაჟებით ვარჯიშებით ექიმმაადრე მითხრა ოპერაცია არ არის საჭიროო. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ნერვის კომპრესია;
  • მკურნალობის მეთოდები;
  • რას მოიცავს კონსერვატიული მკურნალობა.

სავარაუდოდ გაქვთ მალთაშუა თიაქარი, რომელითაც გამოწვეულია ნერვის კომპრესია (მიჭყლეტა).
ნერვის ფესვზე ზეწოლას კი, მოჰყვება ნერვის ფუნქციის დარღვევა, რაც იწვევს ტკივილს, რომელიც, თქვენს შემთხვევაში ვრცელდება საჯდომის მიდამოში.
აუცილებელია, მასაჟების შესახებ რეკომენდაცია, თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგცეთ შესაბამისმა სპეციალისტმა, რათა თავიდან აიცილოთ მალთაშუა დისკის ლოკალური დისტროფიული დაზიანება, რისი უგულებელყოფის შემთხვევაში, იგი გამოიწვევს უფრო მეტ ტკივილს.
გარდა მასაჟისა, წელის სეგმენტის თიაქრის დროს შესაძლოა ჩატარდეს:

  • მედიკამენტური მკურნალობა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო , ანალგეზიური და ჰორმონული საშუალებები);
  • ბლოკადა – პრეპარატების ინექცია არხის ღრუში;
  • მანუალური თერაპია;
  • ფიზიოთერაპია;
  • სამკურნალო ტანვარჯიში;
  • რეფლექსოთერაპია.

როგორც წესი, პაციენტთან, რომელსაც მალთაშუა დისკით ნერვული ფესვი აქვს კომპრესირებული, მასაჟით შეიძლება მივაღწიოთ ტკივილის სიმპტომის შემცირებას, მგრძნობელობის დარღვევებისა და კუნთოვანი სისუსტის აღმოფხვრას.
კონსერვატიული მკურნალობის არაფექტურობის შემთხვევაში კი, ტარდება ნეიროქირურგიული მკურნალობა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნეიროქირურგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა