კითხვა: მყავს 80 წლის ბებია. კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუდგინდა მენინგიომა. მაინტერესებს რამდენად სარისკოა ოპერაცია მის ასაკში
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით როგორია მისი ტოპოგრაფიული განლაგება – კონვექსიტალური , პარასაგიტალური (ფალექსი, ზემო საგიტალური სინუსის კედლები) თუ ბაზალური ( ქალაფუძიდან მომდინარე) ან ხომ არ მდებარეობს პარკუჭების ღრუებში, ან ძვლის შიგნით. ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი, ან ატიპური, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
თუ მენინგიომა არ აწუხებს პაციენტს და არ აქვს გამოხატული სიმპტომები, ამასთან ერთად ნელა იზრდება, ითხოვს მხოლოდ დინამიკაში დაკვირვებას და არა ქირურგიულ ჩარევას.
ამიტომ, საჭიროა ნეიროვიზუალური კვლევის ჩატარება და შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტის განხორციელება.
რაც შეეხება ოპერაციულ რისკებს, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა.
მოიყვანეთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შევძლებთ, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, გაგცეთ ამომწურავი პასუხი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ აქამდე ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა