მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ხერხემლის მალთაშუა თიაქარი;
- რა არის ოსტეოქონდროზი;
- რას იწვევს თიაქარი;
- დიაგნოსტირების მეთოდი.
ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, ანუ დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და მის მეოთხე სტადიას წარმოადგენს.
თავად ოსტეოქონდროზი კი, ხერხემლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის
მალთაშუა თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპოზური ბირთვის დისლოკაციასთან და ფიბროზული რგოლის გარღვევასთან.
პათოლოგიის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროება და შედეგად, ნერვული ღეროებისა და ზურგის ტვინის კომპრესია. ამან, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს მიმდებარე ქსოვილების ანთება და შეშუპება.
ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს კი, წამოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
დიახ, შესაძლებელია თავის ტკივილის კლინიკური გამოვლინება, გამომდინარეობდეს ხერხემლის პათოლოგიიდან.
დისტანციურად, თუ რა იწვევს ზუსტად თქვენს ტკივილებს, დიაგნოსტირება შეუძლებელია.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს მდგომარებას, დანიშნავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის და თქვენზე მორგებულ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/neiroqirurgia/37
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!