თავის და კისრის მალების ტკივილი - ნეიროქირურგია

კითხვა: მარცხენა მხარეს მტკივა თავი და კისრის მალა, წნევაც მაქვს ცოტა მაღალი. თავს როგორც კი გავარყევ თავის უკანა ნაწილი (მარცხენა მხარეს) და კისრის მალა უფრო მეტად მტკივა. იგივე ნაირად მაქვს ტკივილები წელის მალებზე , მენჯზე და კუდუსუნზე. გთხოვთ მიპასუხოთ ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით.

როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ ხერხემლის პათოლოგია, რომლის შესწავლის მიზნით კვლევის ოქროს სტანდარტად ითვლება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ხოლო სპეციალისტი, ვინც უნდა განიხილოს დადგენილი პათოლოგიის ხასიათი, არის ექიმი-ნეიროქირურგი. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარების მიზნით კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა