წონასწორობის დარღვევა, შუილი ყურებში - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 31 წლის მამაკაცი. მაქვს შუილი ყურებში უკვე 5 წელზე მეტია. ბოლო ორი წელი პერიოდულად მაქვს თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა. მაქვს სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი კეფისა და კისრის არეში. მიჭირს ბალიშზე თავის დადება და დაძინება. ბოლო ერთი წელია კი ვატყობ რომ გული მიჩქარდება ხოლმე და წნევა ცვალებადი გამიხდა. თხოვნა მექნება, რომ მირჩიოთ ვის მივმართო თქვენთან ან რომელი აქციით სარგებლობა იქნება ჩემთვის მისაღები?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, როგორც მოგვითხრობთ გაქვთ ტკივილი კეფისა და კისრის არეში. ამიტომ ვფიქრობთ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს ხერხემლის სვეტის, კერძოდ კი კისრის არის პათოლოგიას.
მალთაშუა დისკებიდან განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რადგან კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:
● ტკივილი კისერში, კეფაზე, მხრებში და ხელებში ძლიერდება ხელის მინიმალური დატვირთვის, ხველის, ცემინების დროს; · ხრაშუნი და ტკივილი კისრის მოდუნების და თავის დახრის დროს;
● თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება კეფიდან და ვრცელდება თხემსა და საფეთქლებში;
● თავბრუხვევა და ზოგჯერ გონების დაკარგვა თავის მკვეთრი მოძრაობის დროს;
● სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება;
● მჭიმავი ხასიათის ტკივილი გულის არეში.
იქიდან გამომდინარე, რომ ხერხემლის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias 
კვლევის ჩატარების შემდეგ, დაზუსტდება თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი და ექიმი–სპეციალისტი დაგინიშნავთ მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა