ჰიპერპროლაქტინემია - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა, პროლაქტინი მაქვს მაღალი 660, ენდოკრინოლოგმა სხვა ანამნეზთან ერთად მითხრა გადამეღო თავის ტვინის ემერაი, სადაც პასუხი მოვიდა ჰიპოფიზის კისტური ფრანგმეტი 3მმ, რას ნიშნავს და რამდენად საშიშია, გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰიპოფიზი ეს არის თავის ტვინის ქვედა დანამატი, ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც სისხლის ნაკადში ახდენს ჰორმონების პირდაპირ სეკრეციას.
ზოგადად ჰიპოფიზის სიმსივნეების უმრავლესობა არარეგულარულია.
ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს გენეტიკური სინდრომის ნაწილი , როგორც მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის კომპლექსი.
ჰიპოფიზის მაკროადენომა არის კეთილთვისებიანი ეპითელური ნეოპლაზია, რომელიც შედგება ადენოჰიპოფიზური უჯრედებისაგან. ჰიპოფიზის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე ძალიან იშვიათია. ჰიპოფიზის ადენომის განვითარება შედგება რამდენიმე საფეხურისგან, ფაქტორები მოიცავს გენეტიკურ მემკვიდრეობას, მუტაციას და ჰორმონულ ზეგავლენას.
დაავადებათა სტადიის და კლინიკური სურათის მიხედვით შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო ღონისძიებები:

  •  ეტიოლოგიური მკურნალობა;
  •  პროლაქტინის სეკრეციის დარღვევის მედიკამენტური კორექცია;
  •  ნეიროქირურგიული ოპერაციული ჩარევა (ენდოსკოპიური ტრანსფენოიდული მიდგომით);
  •  სხივური თერაპია.

თუ რომელი მეთოდი იქნება თქვენთვის ურპიანი, კვლევის მხოლოდ ამ პასუხის მიხედვით რთული სათქმელია.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან, ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა