სპონდილოართროზი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა მრავალ ახალ წელს მაინტერესებს ჩემს გასაგებ ენაზე დიაგნოზი ხერხემლის სპონდილიართროზი. არის თუ არა განკურნებადი. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი) არის დისტროფიული პროცესი, რომელიც აზიანებს ხერხემლის სვეტის მალათაშორის სახსრებს, ყველაზე მეტად კი, ხერხემლის მალთაშუა სახსრების იმ უბნებს, სადაც მოძრაობის მოცულობა მაქსიმალურია.
შესაბამისად, იგი ვითარდება ხერხემლის სვეტის კისრისა და წელის ნაწილებში, იქ სადაც ხდება მოხრა, გაშლა, მობრუნება და ტრიალი.
სპონდილოართროზის მკურნალობა გულისხმობს შეშუპების, ანთების, ტკივილის გაქრობას და წელის ნაწილის მალთაშუა სახსრებში მოძრაობის მოცულობის აღდგენას, ამ პროცესს კი ხელს უწყობს მანუალური და ფიზიოთერაპია.
წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში კი საჭიროა ოპერაციული ჩარევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ უპრეცედენტო ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias 
ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა