მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.
ზურგის ქვედა ნაწილის (წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:
- გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
- მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
- შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
- მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
- საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოს პათოლოგიები;
- ვირუსული დაავადებები;
- თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
- ზურგის ტვინის თიაქარი.
ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი - ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი.
ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მიმართეთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს მკურნალობის ტაქტიკა, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნეიროქირურთან უფასო საკონსულტაციო დღეს პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ვიზიტისას სასურველია თან იქონიოთ, ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!