შმორლის თიაქარი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ლორდოზი და L2 და L3 ის შმორლის თიაქარი საშიშია ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ლორდოზი ეს არის სხეულისკენ შედრეკილი ბუნებრივი სიმრუდე, რომელიც სხეულის წონასწორობის დაცვასა და მოძრაობაში ეხმარება.
ზოგჯერ ეს ნადრეკები ნორმალურზე მკვეთრია. პათოლოგიურ ნადრეკებსაც ლორდოზი და კიფოზი ეწოდება.
შმორლის თიაქარი L2 და L3 მალებში, ნიშნავს პათოლოგიის არსებობას წელის სეგმენტში.
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს , შმორლის თიაქარი წარმოადგენს რენტგენოლოგიურ ტერმინს, რომელიც ასახავს მალთაშუა დისკის „გამოდრეკას“ ზედა ან ქვედა მალის სხეულში.
მისი განკურნება არ ხდება, მაგრამ საჭიროა ღონისძიებები, რათა პაციენტმა თავიდან აიცილოს მალთაშუა თიაქრის აღმოცენება.
ამ მიზნით უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნეიროქირურგთან კონსულტაცია.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა