დისკოს თიაქარი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა.მქონდა მეხუთე მალაზე თიაქარი რომელიც გაწყდა ოპერაციამდე და დამიტოვა უამრავი პრობლემა.კერძოდ წელს ქვემოთ დავკარგე შეგრძნებები ძირითადად დაზიანებულია სწორი ნაწლავი საშარდე ბუშტი და ლიბიდო არ მაქვს არანაირი შეგრძნება და მარცხენა ფეხში მთლიან სიგრძეზე მაქვს დაბუჟება.მაინტერესრბს თუ გსმენიათ საერთოდ ჩემნაირი დაავადება და თუა გამოსავალი რომ გამოვიდე მდგომარეობიდან.იქნებ მირჩიოთ რაიმე.ერთი წლის უკან გავიკეთე ოპერაცია.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. პირობითად მას ხუთ ნაწილად ყოფენ: კისრის შვიდმალიან, გულმკერდის თორმეტმალიან, წელის ხუთმალიან, გავისა და კუდუსუნის ნაწილებად. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორისა დისკოს თიაქარიც.
დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტები შესაძლოა ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს მიაწვეს. ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი, ზოგჯერ კი მოძრაობაც იზღუდება.

დისკოს თიაქარი

ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება და სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ზურგის ტვინის არხის თანდაყოლილი დეფექტები.
შეგრძნების დაკარგვა კონკრეტული ნერვის ფესვის ან ზურგის ტვინის დაზიანებაზე მიუთითებს, რითაც შეიძლება აიხსნას თქვენი პრობლემები შარდის ბუშტთან, სწორ ნაწლავთან და ლიბიდოსთან დაკავშირებით.
ზუსტი დიაგნოსტირებისა და ამომწურავი პასუხისათვის უნდა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი ნეიროქირურგი გაგსინჯავთ, გასინჯვის შემდეგ დაგინიშნავთ გამოკვლევებს, რენტგენოგრაფიას შეუძლია გამოავლინოს ხერხემლის ცვლილებები, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაციისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებაა რეკომენდებული.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგრლებში, საჭირეობის შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევაზე ფასდაკლებები, ასევე ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა