მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა ფუნქცია აქვს ხერხემალს;
- რისგან შედგება ხერხემალი;
- რა იწვევს ხერხემლის ტკივილს;
- რა არის სკოლიოზი;
- რა არის სტენოზი;
- რა არის კოქსართროზი;
- რა არის ოსტეოქონდროზი.
ხერხემლის ტკივილი რამ გამოიწვია, თქვენს შემთხვევაში, დისტანციურად პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. თუმცა, ჩამოთვლილი სიმპტომთკომპლექსიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ჩივილის გამომწვევია ხერხემლის პათოლოგია, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება.
ხერხემალი ლარივით სწორი როდია – მას ბუნებრივი სიმრუდეები აქვს, რომლებიც სხეულის წონასწორობის დაცვასა და მოძრაობაში ეხმარება.
ასეთი სიმრუდე ოთხია. სხეულისკენ შედრეკილ სიმრუდეებს ლორდოზებს უწოდებენ, გარეთ გამოდრეკილებს – კიფოზებს.
ამრიგად, ხერხემალს ბუნებრივად აქვს ორი ლორდოზი:
- კისრის ლორდოზი;
- წელის ლორდოზი.
და ორი კიფოზი:
- გულმკერდისა კიფოზი;
- გავის კიფოზი.
ზოგჯერ ეს ნადრეკები ნორმალურზე მკვეთრია. პათოლოგიურ ნადრეკებსაც ლორდოზსა და კიფოზს უწოდებენ.
როცა კისრის ან წელის ლორდოზი არის გასწორებული, ამ დროს პაციენტს ტკივილი აწუხებს, რა სიმპტომიც თქვენს შემთხვევაშიც გამოვლინდა, ქვემო კიდურების ტკივილით.
ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის:
- ინფექციები;
- ტრავმები;
- სიმსივნეები;
- სპონდილიტი;
- სკოლიოზი;
- ოსტეოქონდროზი.
სკოლიოზი – ხერხემლის გამრუდებაა განივი ღერძის მიმართ, რომელიც ნერვული სისტემის დარღვევებს და კუნთოვან დაზიანებას იწვევს.
სტენოზი – ხერხემლის სვეტის შევიწროებაა, რომელიც ზურგის ტვინზე ან ნერვებზე ზეწოლას იწვევს,
დისკოს თიაქარი – ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
კოქსართროზი – საკმაოდ გავრცელებული დაავადება და ოსტეოართროზის ყველაზე მძიმედ მიმდინარე ფორმაა. დაავადება თანდათან იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის ჯერ უმნიშვნელო, მონაცვლეობითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით. სიმპტომები სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვაგვარად აწუხებს.
ოსტეოქონდროზი - ხერხემლის მრავალფაქტორული დაავადებაა, რომლის განვითარებაც იწვევს ქსოვილების კვების დარღვევას.
რაც შეეხება დაბუჟებას, გარდა ხერხემლის პათოლოგიისა, მისი გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა, ნერვზე ზეწოლამ თუ სისხლძარღვოვანმა (ანგიოლოგიურმა) პათოლოგიამ.
ზოგადად, ხერხემლის კვლევის ოქროს მეთოდს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება აღნიშნულ კვლევას + ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია , ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!