ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკის გუნდმა კირნათის ამბულატორიაში მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარა.
ღონისძიების ფარგლებში 50-მდე პაციენტმა მიიღო ადგილზე სამედიცინო კონსულტაციები და თანამედროვე დიაგნოსტიკური სერვისები.
მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან:
• ხელს უწყობს დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და პრევენციას;
• ზრდის მოსახლეობის ცნობიერებას ჯანმრთელობის საკითხებში;
• უზრუნველყოფს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას რეგიონში.
ინიციატივა განხორციელდა ხელვაჩაურის ჯანდაცვის კომისიის ჩართულობით, რაც აძლიერებს პრევენციული მიმართულების აქტივობებს საზოგადოებაში.
ბათუმის კლინიკა მომავალშიც გააგრძელებს პრევენციულ და საინფორმაციო ღონისძიებებს, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება.
დაგვირეკეთ
