რა არის გლაუკომა?

რა არის გლაუკომა?

ყველაფერი გლაუკომის შესახებ

 გლაუკომა ეს არის თვალის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს მიმდინარეობს თვალის ნერვული უჯრედების თანდათანობითი დაზიანება ( ოპტიკური ნეიროპათია). მას, როგორც წესი, თან ახლავს თვალშიგა წნევის მომატება და მხედველობის ველის პროგრესული შემცირება.

 

რა იწვევს გლაუკომას და რომელ ასაკში იწყება?

 

გლაუკომის ძირითადი გამომწვევი არის თვალშიგა წნევის მომატება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს: თვალის ანატომიური თავისებურებები, მიღებული ტრავმები ან სხვა ქრონიკული დაავადებები. აუცილებელია - პაციენტებმა 50 წლის ასაკიდან ყოველწლიურად შეიმოწმონ თვალშიგა წნევა და ჩაიტარონ თვალის ფსკერის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია, რადგან ხშირად მხედველობის ველის შემცირებამდე იწყება ბადურის განგლიური უჯრედების რაოდენობის შემცირება, რისი დადგენაც მხოლოდ ამ კვლევით - ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფიითაა შესაძლებელი.

 

რა სიმპტომებს მიაქციოს პაციენტმა ყურადღება, რომ დროულად მივიდეს ოფთალმოლოგთან?

 

გლაუკომა ძალიან ვერაგი დაავადებაა, მის საწყის სტადიებზე პაციენტებს პრაქტიკულად არ აქვთ ჩივილები, ამიტომაც მისი დიაგნოსტირება ხშირად შორსწასულ სტადიებზე ხდება. ცალკეულ შემთხვევებში პაციენტები ხანდახან უჩივიან გაელვებებს მხედველობის ველში. საწყის ეტაპზე გლაუკომას არ ახასიათებს ტკივილის შეგრძნება! ტკივილს პაციენტები გრძნობენ მხოლოდ გლაუკომის შორსწასულ სტადიებზე, როდესაც თვალშიგა წნევა ძალიან მაღალია და მხედველობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ხშირად პაციენტები თვალის ტკივილს უკავშირებენ თვალშიგა წნევის მომატებას, რაც ძირითადად ცრუ განგაშია, მაგრამ 50 წლის შემდეგ, პაციენტებში ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ახლო ნათესავებში დიაგნოსტირებული იყო გლაუკომა, აუცილებელია ყოველწლიური გეგმიური ოფთალმოლოგიური კვლევების ჩატარება.

 

 

 როგორია გლაუკომის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და ხანგრძლივობა?

 

გლაუკომის მკურნალობის მიზანი არის თვალშიგა წნევის მოწესრიგება და ნერვული უჯრედების დაცვა. გლაუკომის თერაპია ყოველთვის იწყება წვეთების დანიშვნით და მათი მოქმედებისადა მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება შემდგომ ლაზერულ, ან ქირურგიულ ჩარევებზე. არსებობს წვეთები, რომლებიც აუმჯობესებენ ნერვული უჯრედების კვებას, მაგრამ ძირითადი როლი, მაინც თვალშიგა წნევის მარეგულირებელ წვეთებს აქვთ. ეს წვეთები იყოფა ორ ჯგუფად, ერთი ამცირებს წყალწყალა ნამის გამომუშავებას, მეორე უზრუნველყოფს გამომუშავებული სითხის უკეთეს გადინებას. პაციენტები ამ წვეთებს იღებენ მუდმივად, ხშირად, მთელი ცხოვრების განმავლობაში. წვეთები ყოველთვის ვერ უმკლავდებიან მაღალ თვალშიგა წნევას, ამიტომაც ასეთ შემთხვევებში მივმართავთ ლაზერულ თერაპიას, ხოლო თუ ამანაც არ მიგვიყვანა თვალშიგა წნევის სამიზნე მაჩვენებლამდე, მაშინ იგეგმება ქირურგიული ჩარევას.

 

 რა შედეგს იძლევა გლაუკომის ლაზეროთერაპია?

 

ხშირად პაციენტები ვერ ახერხებენ წვეთების საჭირო რაოდენობით ჩაწვეთებას, რასაც მოსდევს თვალშიგა წნევის უკონტროლო ცვლილება, რაც თავის მხრივ აზიანებს თვალის ნერვულ უჯრედებს. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ბოლო წლებში შეიქმნა თვალის თერაპიული ლაზერები, რომლებიც გვეხმარებიან სამიზნე თვალშიგა წნევის მიღებაში. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვიყენებთ უახლეს SLT ლაზერს, რომელიც აუმჯობესებს თვალშიგა სითხის გადინებას, ამ პროცედურის შემდეგ ექიმიც და პაციენტიც არის უფრო მშვიდად და მხედველობის შენარჩუნების პროგნოზი მეტად კეთილსაიმედოა. ხშირ შემთხვევაში ვამცირებთ დანიშნული წვეთების რაოდენობას, რაც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს ყოველდღიურ რუტინას.

 

როგორია მომზადების მეთოდი?

 პროცედურა სრულდება ამბულატორიულად, არის უმტკივნეულო და პაციენტს არ აქვს დისკომფორტი.

 

როდის კეთდება გლაუკომის ოპერაცია?

 ოპერაციულ ჩარევაზე გადაწყვეტილება მიიღება მაშინ როდესაც თვალშიგა წნევა არის ძალიან მაღალი და ლაზერი / წვეთების კომბინაცია საკმარისი აღარაა. აქვს თუ არა ოპერაციას უკუჩვენება? ამ ოპერაციის ტექნიკა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაიხვეწა, გამოიყენება სადრენაჟო სისტემები, შემცირდა განაკვეთების ზომა, რამაც გაზარდა ოპერაციის ეფექტურობა და შეამცირა შესაძლო გართულებების რისკი.

 

ესაჭიროება თუ არა ოპერაციის შემდგომ მუდმივად წვეთების მიღება?

ოპერაციის შემდეგ ძირითადად წვეთების რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება, გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, თვალის ზოგადი მდგომარეობის შეფასების შემდეგ.

 

რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი?

 გლაუკომის ლაზერული თერაპიის შემდეგ პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში ენიშნება ანთების საწინააღმდეგო წვეთები, პროცედურის შემდეგ მას არ აქვს განსაკუთრებული აკრძალვები. ანტიგლაუკომატოზური ოპერაციის შემდეგ კი რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება 2-4 კვირა, ამ პერიოდში პაციენტი უწყვეტად იწვეთებს დანიშნულ წვეთებს.

 ფინანსდება თუ არა გლაუკომის ოპერაცია?

 ანტიგლაუკომატოზური ჩარევები ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდანაც.

 

 რომელ აპარატზე ტარდება მკურნალობა?

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გლაუკომის ლაზერული თერაპია სრულდება კომპანია Zeiss - ის უახლესი ლაზერული სისტემით Visulas Green, მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ყველა სახეობის ანგიგლაუკომატოზური ლაზერული პროცედურა შევასრულოთ. ის გამორჩეულია იმით, რომ ერთი გასროლით, ერთი წერტილის დამუშავების მაგივრად, სხივი იყოფა ათეულობით ნაწილად და დამუშავების არეალის ფართობი მნიშვნელოვნად იზრდება. ამ სახით თერაპია გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.

 

 

ჩაეწერეთთქვენთვისსასურველდროსნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

მისამართი. თბილისი, დიღომი, ჩაჩავას №7

 

გისურვებთჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ