
ყველაფერი ქსანთელაზმას შესახებ
რაარისქსანთელაზმა?
ქსანთელაზმა წარმოადგენს ქუთოთებზე გაჩენილ მოყვითალო ცხიმგროვებს. მათი გაჩენის მიზეზია სისხლში ქოლესტეროლის ან სხვა ლიპიდების დონის მატება. ეს მდგომარეობა ძირითადად ვლინდება 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებში.
ქსანთელაზმები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და ლოკალიზებული როგორც ზედა, ისე ქვედა ქუთუთოებზეც. ხშირად ჩნდება ერთდროულად რამდენიმე ცხიმგროვა, რომლებიც დროთა განმავლობაში ზომაში იზრდებიან.
რატომვითარდებაქსანთელაზმა?
ქსანთელაზმის გაჩენის ძირითადი მიზეზია სისხლში ქოლესტეროლის ან ლიპიდების დონის მატება, რაც დაკავშირებულია მეტაბოლურ და ენდოკრინულ დარღვევებთან.
როგორიამკურნალობისთანამედროვემიდგომაქსანთელაზმასდროს?
ქსანთელაზმის გაჩენისას აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია. საწყის ეტაპზე პაციენტი გადამისამართდება ენდოკრინოლოგთან, რათა შემოწმდეს ლიპიდური სპექტრი და დაინიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც ხელს შეუშლის ქსანთელაზმების ზრდას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი მოცილება, რაც ბევრად ეფექტური იქნება.
ქსანთელაზმის მოცილების რამდენიმე მეთოდი:
- ელექტროკოაგულაციადაკრიოთერაპია:
გამოიყენება მცირე ზომის ქსანთელაზმების დროს, როდესაც ცხიმგროვები ღრმად არ არის კანში ჩაზრდილი. თუმცა შესაძლებელია გარშემო ქსოვილის დაზიანება, ნაწიბურების გაჩენა და კანის დაჭიმულობა. - არგონლაზერულიაბლაცია:
ამ მეთოდის დროს სიხლდენის რისკი დაბალია და ნაწიბურები ნაკლებად ჩნდება, თუმცა არსებობს კანის დეპიგმენტაციის რისკი. - ქირურგიულიმოცილება:
ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი, განსაკუთრებით დიდი ზომის ქსანთელაზმების შემთხვევაში. ნატიფი განაკვეთი იხურება კოსმეტიკური ნაკერით, რაც თავიდან აცილებს ქუთუთოს კანის დაჭიმულობას და უზრუნველყოფს უკეთეს ესთეტიკურ შედეგს.
ქსანთელაზმის რეციდივის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რაც პაციენტმა წინასწარ უნდა იცოდეს. სწორედ ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის ერთობლივი მუშაობის შედეგად არის შესაძლებელი რეციდივების პრევენცია.
არსებობსთუარაპრევენციისმეთოდი?
პრევენციის ძირითადი მეთოდია ლიპიდების დონის მუდმივი კონტროლი და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვა.
ქირურგიისეროვნულიცენტრი უზრუნველყოფს ქსანთელაზმის მკურნალობის კომპლექსურ მიდგომას.
ჩვენი ოფთალმოლოგიური განყოფილება აღჭურვილია უახლესი, გერმანული წარმოების ZEISS-ის ციფრული აპარატურით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უზრუნველყოფს დიაგნოზის სიზუსტეს და ეფექტურ მკურნალობას.
მიღებაყოველდღე, გარდაკვირისა.
წინასწარიჩაწერისთვისგთხოვთ, დაგვირეკოთნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
გისურვებთჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ