რა არის „მშრალი თვალის“ სინდრომი?

რა არის „მშრალი თვალის“ სინდრომი?

ყველაფერი ,,მშრალი თვალის” სინდრომის შესახებ

  • რა არის „მშრალი თვალის“ სინდრომი?
  • რა უწყობს ხელს „მშრალი თვალის“ სინდრომის ჩამოყალიბებას?
  • რა დაავადებები ვითარდება „მშრალი თვალის“ სინდრომის შედეგად, თუ არ ვიმკურნალეთ?
  • როგორ მოვუაროთ თვალს, რომ არ გვქონდეს „მშრალი თვალის“ სინდრომი?
  • რჩევა კონტაქტური ლინზების მომხმარებლებს ოფთალმოლოგისგან.
 

 მშრალი თვალის სინდრომი წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც თვალის ზედაპირული შრეები არასაკმარისად ტენიანდება.

თვალის დატენიანების  პროცესში მონაწილეობს როგორც საცრემლზე ჯირკვალი, ისე ქუთუთოების კიდეზე არსებული მეიბომის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ცხიმოვან სეკრეტს. საბოლოოდ წარმოიქმენა ცრემლის აპკი, რომელიც უზრუნველყოფს თვალის გარეგანი შრეების დაცვას.

 

მშრალი თვალის სინდრომის გამოწვევი ძირითადი მიზეზები გარეგანი მავნე ზემოქმედებაა, თამბაქოს, ან ელექტრონული სიგარეტის ბოლი, ხელოვნური განათების მქონე სივრცეები, კონდიცირებული ჰაერი, სადაც ტენიანობა დაბალია, ახლო მანძილზე კაშკაშა ეკრანებთან ხანგძლივი მუშაობა, კონტაქტური ლინზების გამოყენება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, ანტიდეპრესანტები.

 

მიიჩნევა, რომ მშრალი თვალის სინდრომის განვითარების რისკი მომატებულია ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს როგორიცაა: დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რევმატული ართრიტი, სიოგრენის სინდრომი და სისტემური წითელი მგლურა.

 

ცრემლის არასაკმარისი გამომუშავება, ან მისი ხარისხობრივი ცვლილება იწვევს სიმშრალის, უცხო სხეულის, სიმძიმის, წვის შეგრძნებებს. აგრეთვე, პაციენტები აღინიშნავენ, რომ თითქოს მათ ქუთუთოებზე რაღაც აწვებათ. მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა, მხედველობაც კი დაიბინდოს და კერატო/ კონიუნქტივიტიც განვითარდეს  ანთებითი გამონადენით ქუთუთოებზე.

 

 ცრემლის აპკის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ოფთალმოლოგი არჩევს სამკურნალო წვეთებს. ძირითადად, ეს უკონსერვანტო ტამატენიანებელი წვეთებია. ქუთუთოს ან საცრემლე ჯირკვლების პათოლოგიის დროს  დამატენიანებელ წვეთებთან ერთად ინიშნება სხვადასხვა ჯგუფის სამკურნალო წვეთები.

 

მშრალი თვალის სინდრომის პრევენციისთვის აუცილებელია გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა, საჭირო რაოდენობით სითხის მიღება და სამუშაო სივრცის მოწესრიგება. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ თვალის სიმშრალით გამოწვეული პრობლემები.

 
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგიური განყოფილება უზრუნველყოფს დიაგნოზის სიზუსტეს ნებისმიერი სირთულის თვალის დაავადების დროულად აღმოსაჩენად, რასაც უახლესი, გერმანული წარმოების ZEISS -ის ციფრული,  ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი აპარატურის მხარდაჭერით ვახორციელებთ.

 

მიღება ყოველდღე გარდა კვირისა.
 

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

 

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ